Thumbnail
  • იტალიის ნაკრები ევროშესარჩევში მე-10 მატჩის მოსაგებად ემზადება
  • არიგო საკი რობერტო მანჩინის მუშაობით აღფრთოვანებულია

უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ იტალიის ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი იდეალურად ჩაატარა. 2018 წლის მუნდიალზე ვერმოხვედრის შემდეგ, ევროშესარჩევში ‘სკუადრა აძურასგან’ ასეთ თამაშს არავინ მოელოდა, მაგრამ რობერტო მანჩინის ხელმძღვანელობით ‘აძურიმ’ ცხრავე თამაში მოიგო (ბურთების შეფარდება 28:3) და ევრო 2020-ზე თამაში ნაადრევად გაინაღდა. იტალიელები დიდი ალბათობით ბოლო მატჩსაც მოიგებენ (18 ოქტომბერს სომხეთს მასპინძლობენ) და შესარჩევს 100-პროცენტიანი შედეგით დაამთავრებენ.

იტალიის ნაკრების პროგრესზე ლეგენდარულმა არიგო საკიმ ისაუბრა. მან ‘გაძეტა დელო სპორტთან’ ინტერვიუში რობერტო მანჩინი შეაქო.

არიგო საკი: “იტალიის ნაკრები იგებს, გვარწმუნებს შესაძლებლობებში და გვართობს კიდეც. პარასკევს, ‘სკუადრა აძურას’ ბოსნიის ნაკრების გულშემატკივრებმაც კი ტაში დაუკრეს. რობერტო მანჩინიმ ჩაიბარა გუნდი, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჩააგდო და თავი შეირცხვინა. ამ ფიასკოს შემდეგ ყველა პესიმისტურად იყო განწყობილი, რადგან სერია A-ც სავსეა უცხოელი ფეხბურთელებით და არავინ იცოდა, ვისი იმედი უნდა ჰქონოდა მანჩინის. მისი გაწეული სამუშაო და ფეხბურთელების მონდომება ძალიან შთამბეჭდავია. იტალიის ნაკრები იტალიური კლუბებისთვის სამაგალითო გახდა!"

არიგო საკი

არიგო საკი: "შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანჩინიმ მთელი საფეხბურთო იტალიისთვის შექმნა შაბლონი. მისი ხელმძღვანელობით ნაკრები ცდილობს, რომ მოსაწყენი და დაცვითი ფეხბურთი არ ითამაშოს. ყოველი თამაშის შემდეგ გუნდი უფრო თავდაჯერებული ხდება. ბოსნიასთან ჩვენ იტალიის ნაკრების ისეთი პრესინგი ვნახეთ, როგორსაც სერია A-ში ბევრი არ თამაშობს.”

📺 ვიდეო: ბოსნია 0:3 იტალია (მიმოხილვა)

ბოსნია 0:3 იტალია | სკუადრა აძურას მე-9 მოგება ჯგუფში

ბოსნია 0:3 იტალია | სკუადრა აძურას მე-9 მოგება ჯგუფში

Posted by Silk Sport on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები