Thumbnail

ATP FINALS | ტიმმა ზვერევი დაამარცხა და ფინალში ითამაშებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • დომინიკ ტიმი 7:5, 6:3 ალექსანდერ ზვერევი
  • ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ფინალის საგზური მოიპოვა

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირის მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს დომინიკ ტიმი და ალექსანდრ ზვერევი შეხვდნენ. ავსტრიულ-გერმანული დაპირისპირება ავსტრიელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა - ტიმმა ორ სეტში 7:5, 6:3 მოიგო და შემაჯამებელი ფინალის ტურნირში სტეფანოს ციციპასს შეხვდება, რომელმაც როჯერ ფედერერი დაამარცხა.

ტიმმა მეტოქეს პირველ სეტში ერთი მოწოდება მოუგო, ავსტრიელმა ზვერევს მეორე სეტშიც ერთი მოწოდება აართვა, რითიც მატჩის ბედიც გადაწყვიტა. დომინიკი გახდა პირველი ავსტრიელი, რომელმაც შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გააღწია.

ტურნირის ფინალში ერთმანეთს სტეფანოს ციციპასი და დომინიკ ტიმი შეხვდებიან. ფინალური მატჩი 22:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები