Thumbnail
  • შერაზადიშვილის სპორტინგმა პირველ ეტაპზე ქართულ გოლდენ გორს მოუგო
  • პორტუგალიელებმა ფინალში რუსული იავარა ნევა 3:2 დაამარცხეს

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ქართველმა ძიუდოისტმა, ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ლისაბონის სპორტინგთან ერთად ძიუდოს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. ნიკოლოზის გუნდმა მეოთხედფინალში ქართული გოლდენ გორი 3:2 დაამარცხა - შერაზადიშვილმა ბექა ღვინიაშვილს მოუგო.

სპორტინგმა ნახევარფინალსა და ფინალში რუსულ გუნდებს სძლია და ოქროს მედალს დაეუფლა.

სპორტინგის მეტოქე ნახევარფინალში ეკატერინბურგის რატიბორეცი იყო, რომელსაც პორტუგალიურმა კლუბმა 4:1 სძლია, ხოლო ფინალში შერაზადიშვილის სპორტინგმა იავარა ნევას 3:2 მოუგო და პრესტიჟულ ჯილდოს კიდევ ერთხელ დაეუფლა.

შერაზადიშვილმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო სპორტინგთან ერთად

სპორტინგი 3:2 იავარა ნევა | ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ჩემპიონთა ლიგა მოიგო

Posted by We Love Judo on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები