Thumbnail
  • გოლდენ გორმა მეოთხედფინალი ლისაბონის სპორტინგთან წააგო
  • გორულმა კლუბმა ორი შეხვედრა მოიგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

პორტუგალიის ქალაქ ოდიველასში ძიუდოს ჩემპიონთა ლიგის მორიგი გათამაშება გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ლისაბონის სპორტინგი გახდა. ქართული კლუბი გოლდენ გორი მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გოლდენ გორის ღირსებას ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90კგ) და გელა ზაალიშვილი (100კგ) იცავდნენ. გორულმა კლუბმა პირველი ბრძოლა სწორედ მომავალ ჩემპიონთან დათმო - 2:3.

სპორტინგი 3:2 გოლდენ გორი | ჩემპიონთა ლიგის პირველი რაუნდი

სპორტინგი 3:2 გოლდენ გორი | ჩემპიონთა ლიგის პირველი რაუნდი

Posted by We Love Judo on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

მეოთხედფინალში დამარცხების შემდეგ, გოლდენ გორმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ფრანგული ფლამ 91 3:2 დაამარცხა, რის შემდეგაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა გააგრძელა.

გოლდენ გორი 3:2 ფლამ 91 | ჩემპიონთა ლიგის რეპეშაჟი

გოლდენ გორი 3:2 ფლამ 91 | ჩემპიონთა ლიგის რეპეშაჟი

Posted by We Love Judo on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

ქართულ კლუბს ბრინჯაოს მედლისთვის მატჩში კიდევ ერთი ფრანგული გუნდი შეხვდა - გოლდენ გორმა ESBM ბლან-მენსილსაც 3:2 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

გოლდენ გორი 3:2 ESBM ბლან-მენსილი

გოლდენ გორი 3:2 ESBM ბლან-მენსილი | ბრინჯაოს მედალი ჩემპიონთა ლიგაზე

Posted by We Love Judo on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები