Thumbnail
  • გერმანია 4:0 ბელარუსი
  • ჩრდილო ირლანდია 0:0 ჰოლანდია

ევრო 2020-ის შესარჩევი ციკლის C ჯგუფის მატჩში გერმანიის ნაკრებმა მიონხენგლადბახში ბელარუსის ნაკრებს 4:0 მოუგო, 18 ქულა დააგროვა და ტურით ადრე გაინაღდა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ამ შეხვედრაში აღსანიშნავია ტონი კროოსის დუბლი. 

სხვათა შორის, ბელარუსის ნაკრები უკვე ოფიციალურად არის საქართველოს ნაკრების მეტოქე ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში. აღსანიშნავია, რომ მეორე ტაიმში იგორ სტასევიჩმა მეკარეს ვერ აჯობა და პენალტი ვერ გაიტანა. ჩვენმა მეტოქე ბელარუსმა 4 ქულით დაასრულა შესარჩევი ციკლი. 

ამავე ჯუფში ჰოლანდია სტუმრად 0:0 დაუზავდა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს და ევროპის ჩემპიონატზე თამაში გაინაღდა. 

მაშ ასე, ევრო 2020-ის საგზური უკვე მოიპოვა 16-მა ნაკრებმა:

ბელგია, იტალია, რუსეთი, უკრაინა, პოლონეთი, ესპანეთი, თურქეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, ხორვატია, ავსტრია, ჰოლანდია, გერმანია.

გასარკვევია მხოლოდ 4 საგზურის ბედი შესარჩევი ციკლიდან და კიდევ 4-ის პლეი ოფებიდან. 

B ჯგუფში პორტუგალიის ნაკრები ლუქსემბურგთან, ალბათ, მშვიდად გაიფორმებს საგზურს. ოფიციალურად არ გარკვეულა საგზურების ბედი მხოლოდ ჩვენ ჯგუფში, სადაც სამი ნაკრები (დანია, შვეიცარია, ირლანდია) ინარჩუნებს შანსს. ერთი საგზურის ბედია გასარკვევი E ჯგუფში - სამი გუნდი შანსს ინარჩუნებს (უნგრეთი, უელსი, სლოვაკეთი). 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • კოსოვო
  • ფრე
  • ინგლისი

გერმანია 4:0 ბელარუსი

გოლები: 1:0 გინტერი (41), 2:0 გორეტცკა (49), 3:0 კროოსი (55), 4:0 კროოსი (83)

ისრაელი 1:2 პოლონეთი

გოლები: 0:1 კრიხოვიაკი (4), 0:2 პიონტეკი (54), 1:2 დაბური (88)

ჩრდილო ირლანდია 0:0 ჰოლანდია

კომენტარები

ბოლო ამბები