Thumbnail
  • ხორვატია 3:1 სლოვაკეთი
  • 19 ნოემბერი: ხორვატია V საქართველო

19 ნოემბერს, თბილისის დროით 21 საათზე საქართველოს ნაკრები წლის ბოლო მატჩს ითამაშებს - ხორვატიის ეროვნულ გუნდს ამხანაგურად დაუპირისპირდება. 

მატჩი ქალაქ პულაში "ალდო დროჟინას" სტადიონზე გაიმართება, საქართველოს ეროვნული ნაკრები უკვე პულაშია, სადაც გუნდი შვეიცარიიდან გაემგზავრა. 5 წელია, რაც ხორვატიის ნაკრებს ამ სტადიონზე არ უთამაშია. ისე კი ხორვატიის ნაკრები აქ ისტორიაში მეხუთედ თამაშობს (3 მოგება, 1 წაგება). 

გუნდთან ერთად აღარ არის, ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ახალგაზრდულ ნაკრებს შეუერთდა.

ამასობაში, როცა საქართველოს ნაკრები პულაში მიფრინავდა, მისი მომავალი მეტოქე, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ხორვატია სლოვაკეთს ევრო 2020-ის E შესარჩევ ციკლში მასპინძლობდა. ხორვატებმა 3:1 მოიგეს და 17 ქულით ევრო 2020-ის საგზური გაინაღდეს. 

ხორვატია 3:1 სლოვაკეთი

გოლები: 0:1 ბოჟენიკი (32), 1:1 ვლაშიჩი (56), 2:1 პეტკოვიჩი (60), 3:1 პერიშიჩი (74)

კომენტარები

ბოლო ამბები