Thumbnail
  • ავსტრია 2:1 ჩრდილოეთი მაკედონია
  • 2020 წლის 26 მარტი: საქართველო V ბელარუსი

ევრო 2020-ის შესარჩევ ციკლში ჩვენთვის საინტერესო მატჩი ვენის "ერნსტ ჰაპელზე" გაიმართა, სადაც ავსტრიის ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებს 2:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა. 

რატომ იყო ეს მატჩი ჩვენთვის საინტერესო? იმიტომ, რომ მაკედონიელები ერთა D ლიგის ოთხეულიდან (საქართველო, კოსოვო, ჩრდილო მაკედონია, ბელარუსი) ერთადერთნი ინარჩუნებდნენ შესარჩევიდან ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსებს. ეს არ მოხდა. ამიტომაც 2020 წლის მარტში პლეი ოფში ევროპის ჩემპიონატის 1 დამატებითი საგზურისთვის სწორედ ის გუნდები იბრძოლებენ, რომელთაც ამის უფლება ერთა ლიგიდან მოიპოვეს. ასე რომ, ლუქსემბურგელებს უკანასკნელი იმედი გადაეწურათ.

მეტი ამ თემაზე

შესაბამისად, დალაგდა ნახევარფინალური წყვილებიც - საქართველოს ნაკრები, როგორც რეიტინგით პირველი ამ ოთხეულიდან, ბოლოადგილოსან ბელარუსს უმასპინძლებს (რაც მოსალოდნელი იყო, მაგრამ ჯერ კოსოვოელებმა გაიბრძოლეს, ბოლოს კი მაკედონიელებსაც ჰქონდათ შერჩენილი შანსები), ხოლო მეორე ნახევარფინალში მაკედონიის ნაკრები კოსოვოს უმასპინძლებს. ეს მატჩები 26 მარტს გაიმართება. 

ფინალში გასულები კი 31 მარტს ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის იმ ქვეყანაში იბრძოლებენ, რომელიც ნოემბრის წილისყრაზე გადაწყდება. 

ავსტრია 2:1 ჩრდილო მაკედონია

გოლები: 1:0 ალაბა (7), 2:0 ლაინერი (48), 2:1 სტოიანოვსკი (93)

კომენტარები

ბოლო ამბები