Thumbnail
  • რუსეთი 1:4 ბელგია 
  • რუსთა ერთადერთი გოლი გიორგი ჯიქიამ გაიტანა

სანკტ პეტერბურგში I ჯგუფის ბოლოსწინა ტურის მატჩში რუსეთის ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა. ევრო 2020-ზე ორივე ნაკრებს გარანტირებული ჰქონდა, თუმცა რუსებს "სახალხო ზეიმი" ჩაეშალათ - შინ დიდი ანგარიშით, 1:4 განადგურდნენ.

პირველ ტაიმში მხოლოდ აზარებს გაჰქონდათ - ედენ აზარმა დუბლი შეასრულა, თორგანმა 1 გოლი გაიტანა. 72-ე წუთზე კი დე ბრუინეს პასით გოლი რომელუ ლუკაკუმაც გაიტანა. პრესტიჟის გოლი რუსებისთვის გიორგი ჯიქიამ გაიტანა, მცველმა, რომელმაც საქართველოს ნაკრებში თამაშს, რუსეთში არჩია, გოლი 79-ე წუთზე გაიტანა. ერთ წუთში არტიომ ძიუბამ მოედანი დატოვა და ჯიქია რუსეთის ნაკრების კაპიტანი გახდა.

რუსეთი 1:4 ბელგია | სტუმრებმა მეტოქე გაანადგურეს

რუსეთი 1:4 ბელგია | სტუმრებმა მეტოქე გაანადგურეს

Posted by Silk Sport on შაბათი, 16 ნოემბერი, 2019

ბელგიას 9-დან 9 მოგება აქვს და 27 ქულით პირველ ადგილზეა, რუსეთის ნაკრებს 21 ქულა დარჩა, თუმცა შოტლანდიას მაინც 9 ქულით უსწრებს. 

I ჯგუფი

რუსეთი 1:4 ბელგია

გოლები: 0:1 თ. აზარი (19), 0:2 ე. აზარი (33), 0:3 ე. აზარი (40), 0:4 ლუკაკუ (72), 1:4 ჯიქია (79)

კვიპროსი 1:2 შოტლანდია

გოლები: 0:1 კრისტი (12), 1:1 ეფრემი (47), 1:2 მკგინი (53)

სან მარინო 1:3 ყაზახეთი 

გოლები: 0:1 ზაინუტდინოვი (6), 0:2 სუიმბაევი (23), 0:3 შჩეტკინი (27), 1:3 ბერნარდი (77)

E ჯგუფი

აზერბაიჯანი 0:2 უელსი 

გოლები: 0:1 მური (10), 0:2 უილსონი (34)

G ჯგუფი

სლოვენია 1:0 ლატვია 

გოლი: 1:0 ტარასოვსი (53 ს.კ.)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • კოსოვო
  • ფრე
  • ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები