Thumbnail

ლოკომოტივის საოცარი ქამბექი - ბათუმი დიდი 10-ის ლიდერია

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ბათუმი 47:3 არმაზი - ბათუმელებმა 6 ლელო გაიტანეს
  • ლოკომოტივმა ყოჩებთან ბოლო 20 წუთში 24 ქულა აიღო
  • იუნკერებმა ერთ-ერთი ლიდერის, ხარების დამარცხება შეძლეს

ბათუმმა დიდი 10-ის მე-8 ტურში არმაზს ''ბათუმი არენაზე'' უმასპინძლა და მეტოქე 47:3 გაანადგურა, რითიც ბათუმელებმა ჩემპიონატში გალიდერება მოახერხეს. მასპინძლებმა მეტოქეს 6 ლელო დაუდეს.

ბათუმი მე-20 წუთზე მინდორზე 14 კაცით დარჩა. ბათუმელთა რიგებიდან ბექა ურჯუკაშვილი გააძევეს, თუმცა ამას მასპინძელ გუნდზე არ უმოქმედია და მათ შეხვედრა ბონუსქულით მოიგეს. ბათუმს 27 ქულა აქვს და დიდი 10-ის ლიდერია. არმაზი 11 ქულით ბოლო ადგილზეა.

ბათუმი: (ლელოები): ერისთავი, თოდუა, სიჭინავა, ხ.ბუჯიაშვილი, ფუტკარაძე, მიქაძე. (გარდასახვები): ურჯუკაშვილი, კ.ბუჯიაშვილი 4.

არმაზი: (ჯარიმა): მატკავა

თბილისის ლოკომოტივმა ყოჩებს სასწაული მატჩი მოუგო. ''რკინიგზელები'' მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე 23 ქულას აგებდნენ, რის შემდეგაც შეხვედრის შემოტრიალება მოახერხეს და მატჩი ერთი ქულით 32:31 მოიგეს.

ლოკომოტივმა 14 ქულა დააგროვა და საპლეიოფო ექვსეულს მიუახლოვდა. ყოჩები 12 ქულით მე-9 ადგილზე არიან.

ლოკომოტივი: (ლელოები): ძნელაძე, გასვიანი, გედეხაური, ქვათაძე. გედეხაურმა 3 გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

ყოჩები: (ლელოები): მამულაშვილი, კიკვაძე, ჩხიკვაძე, ბიწაძე. სოხაძემ 4 გარდასახვა და 1 ჯარიმა გაიტანა.

იუნკერებმა გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი, რუსთავის ხარები 30:28 დაამარცხეს და სეზონში მე-2 გამარჯვება იზეიმეს. 12 წუთით ადრე ხარები 8 ქულით იგებდნენ - 28:20, რის შემდეგაც რამაზ ხარაზიშვილმა 72-ე წუთზე ჯერ ჯარიმა გაიტანა, ხოლო ბოლო წუთზე ჯაბა კიკვიძის მიერ დადებული ლელო გარდასახა და იუნკერებს გამარჯვება მოუტანა. იუნკერებს 14 ქულა აქვთ და მერვე ადგილზე არიან. ხარები 25 ქულით მე-2 პოზიციას იკავებენ.

იუნკერები: (ლელოები): ჟღენტი, ლომიძე, კიკვიძე. რამაზ ხარაზიშვილმა 3 ჯარიმა და 3 გარდასახვა გაიტანა.

ხარები: (ლელოები): მაჭარაშვილი, ხაბაშვილი, პურიჭამიაშვილი, ხუციშვილი. ვაჟა ხუციშვილმა 4 გარდასახვა გაიტანა.

კომენტარები

ბოლო ამბები