- გიორგი არაბიძეს 11 ოქტომბრის მერე არ უთამაშია
- თურქული მედია მას ხანგძლივ პაუზას უწინასწარმეტყველებს
თურქულ ადანასპორში მოთამაშე გიორგი არაბიძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდა. ქართველ ფეხბურთელს 11 ოქტომბრის მერე არ უთამაშია, როცა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შვეიცარიასთან 1:2 დამარცხდა, ქართველთა ერთადერთი გოლი კი სწორედ მან გაიტანა.
21 წლის არაბიძე თურქულ ადანასპორში პორტუგალიური ნასიონალიდან იჯარით თამაშობს. მან 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა, ბოლოს ადანასპორის მაისურა კი 6 ოქტომბერს ვერ მოიგო.
ქართველი შემტევი უკვე თვეზე მეტია ვერ თამაშობს, უფრო ცუდი კი თურქული Milliyet-ის გავრცელებული ინფორმაციაა - გიორგი არაბიძე კიდევ 3-4 თვეს ვერ ითამაშებსო.
კომენტარები