Thumbnail

ATP FINALS | ციციპასმა ფედერერს მოუგო და ფინალში გავიდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სტეფანოს ციციპასი 6:3, 6:4 როჯერ ფედერერი
  • ბერძენმა ჩოგბურთელმა შემაჯამებელი ტურნირის ფინალის საგზური მოიპოვა

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირის ნახევარფინალში ერთმანეთს ბერძენი სტეფანოს ციციპასი და შვეიცარიელი როჯერ ფედერერი შეხვდნენ. ციციპასმა ფედერერი ორ სეტში 6:3, 6:4 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.

ციციპასმა პირველ სეტში ფედერერს ერთი მოწოდება მოუგო, ხოლო მეორე სეტში მეტოქის მოწოდებაზე 2-ჯერ იყოჩაღა. სტეფანოსი ბოლო გეიმში საკუთარ მოწოდებაზე 15:40-ს აგებდა, თუმცა გეიმის გადარჩენა შეძლო და მატჩის მომგებიანი ქულა ეისით აიღო, რითიც შემაჯამებელი ტურნირის ფინალში გავიდა.

აღსანიშნავია, რომ მოთამაშეებს შორის ასაკობრივი სხვაობა 17 წელი იყო, რაც შემაჯამებელი ტურნირის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია.

ციციპასის მეტოქე, ფინალში, დომინიკ ტიმისა და ალექსანდრ ზვერევის შეხვედრაში გაირკვევა. მატჩი თბილისის დროით 00:00-საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები