Thumbnail
  • 17 ნოემბერი: ინდიანა V მილუოკი
  • ჰიუსტონთან ბითაძის +19 და პასი გამოარჩიეს

17 ნოემბერს (04:00 თბილისის დროით) გოგა ბითაძის ინდიანა NBA-ს რეგულარული სეზონის მე-13 მატჩს გამართავს, პეისერსი (7-5) მილუოკი ბაქსს (8-3) მასპინძლობს. ამ შეხვედრაში 20 წლის ქართველი ახალწვეული ითამაშებს. ოღონდ, მასზე NBA-ს პროტოკოლით გათვალისწინებული შეზღუდვა მოქმედებს - გოგამ ახლახან მოირჩინა ტვინის შერყევა. ასე რომ, კლუბს რეკომენდაცია მისცეს, ბითაძეს სათამაშო წუთები შეუზღუდოს. 

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • ლეიკერსი
  • კლიპერსი

შეგახსენებთ, რომ გოგა 3-მატჩიანი იძულებითი პაუზის შემდეგ ჰიუსტონთან 102:111 წაგებულ თამაშში დაბრუნდა. მან 18 წუთში 6 ქულა, 3 მოხსნა, თითო პასი და დაფარება მიითვალა. 

მისმა ასისტმა მეორე მეოთხედში ფანებისა და მედიის საყოველთაო მოწონება დაიმსახურა. მიუხედავად იმისა, რომ მას წუთები შეზღუდული აქვს, ინდიანას როკიტსთან მაინც გვარიანად დაეხმარა, მაშინ, როცა გუნდმა ტრავმის გამო, მალკოლმ ბროგდონი დაკარგა. 

NBA-ს სტატისტიკა - გოგა ბითაძე (7 თამაში): 6.6 ქულა; 4.7 მოხსნა; 1.4 პასი და 2.0 დაფარება. 

გოგას პლუს/მინუს კოეფიციენტი +19 ჰქონდა, რაც წაგებულ გუნდში საუკეთესო იყო. როცა ქართველი მოედანზე არ იყო, ინდიანას ფარქვეშ მეტოქე იოლად შედიოდა. გოგას მინუსი ისაა, რომ ნაკლებად აქტიურობს (სულ 3 სროლა 18 წუთში), მოხსნებისთვის ბრძოლასაც ხანდახან აგებს. პოზიტივი იყო ისიც, რომ მაკმილანმა კარგა ხანი დატოვა საბონისი და გოგა ერთად. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მაილს ტერნერის დაბრუნების შემთხვევაშიც, ქართველს თამაშის შანსი მიეცემა. 

კომენტარები

ბოლო ამბები