Thumbnail

გერმანიის ნაკრები აღარ ითამაშებს იმ ქვეყნებში, სადაც ქალთა უფლებები ირღვევა

  • გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის ფრიტც კალერის განცხადება
  • გერმანიის ნაკრებები არ ითამაშებენ ქვეყნებში, სადაც ქალთა უფლებები ირღვევა 

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი ფრიტც კალერი აცხადებს, რომ ბუნდესნაკრებები სათამაშოდ აღარ ესტუმრებიან ისეთ ქვეყნებს, სადაც ქალთა უფლებები ირღცევა.

"არცერთ ჩვენს ნაკრებს არ გავუშვებთ მატჩის ჩასატარებლად ისეთ ქვეყანაში, სადაც ქალთა დისკრიმინაცია ხდება. გერმანული ფეხბურთი ასეთ რთულ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს. როგორ ფასეულობები არ ექვემდებარება ჩვენთვის განხილვას? მაგალითად, ქალთა უფლებები. ჩვენ აღარ ვითამაშებთ იქ, სადაც ქალებს საფეხბურთო მატჩებსა თუ სხვა სპორტულ ღონისძიებებზე თავისუფლად დასწრების უფლება გარანტირებული არ აქვთ", - აქვეყნებს კალერის ნათქვამს გერმანული მედია.

ფრიტც კალერისთვის ქალთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია 

შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საფეხბურთო სამყაროში ქალთა უფლებების დაცვას ყურადღებას აქცევენ. სულ ახლახან ესპანურმა ტელეარხებმა უარი თქვეს ესპანეთის სუპერთასის ტრანსლირების უფლების შეძენაზე იმის გამო, რომ ოთხთა ტურნირი საუდის არაბეთში უნდა ჩატარდეს, სადაც ქალთა უფლებები ირღვევა.

მეტი ამ თემაზე: ბოიკოტი ესპანეთის სუპერთასს - ტელეარხებს მისი ტრანსლირება არ სურთ

გერმანიის ვაჟ ფეხბურთელთა ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატებზე გამარჯვება 4-ჯერ აქვს მოპოვებული -  1954, 1974, 1990 და 2014 წლების მუნდიალებზე, ევროპის ჩემპიონობა კი გერმანელებმა 3-ჯერ იზეიმეს - 1972, 1980 და 1996 წლებში. 

გერმანიის ქალ ფეხბურთელთა ნაკრებს პლანეტის პირველობა ორჯერ აქვს მოგებული - 2003 და 2007 წლებში, კონტინენტის პირველობაზე კი 8-ჯერ გაიმარჯოვა - 1989, 1991, 1995, 1997, 2001, 2005, 2009 და 2013 წლებში.

კომენტარები

ბოლო ამბები