Thumbnail

‘ჩემი მიზანი იანვარში დაბრუნებაა’ - უგო ლორისმა დაბრუნებაზე ისაუბრა

ლუკა ჩეკურაშვილი პროფილის ფოტო
ლუკა ჩეკურაშვილი
  • ფრანგმა ხელი ოქტომბერში მოიტეხა
  • ლორისი ამ ამბავში დადებითსაც ხედავს

უგო ლორისმა ხელი ოქტომბერში, ბრაიტონის წინააღმდეგ, ანგარიშით 0:3 წაგებულ შეხვედრაში მოიტეხა. ოპერაციის შემდეგ 32 წლის მეკარის დაბრუნების თარიღად სეზონის ბოლო დასახელდა.

უგო ლორისმა ხელი ბრაიტონთან შეხვედრაში მოიტეხა

მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ შეუძლია, უგო ლორისი ამჟამად საფრანგეთის ნაკრებთან ერთად არის და დროს თანაგუნდელებთან ატარებს.

ფრანგმა დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა: 

"ყველაფერი კარგადაა. საფრთხე ყოველთვის შეიძლება იყოს, მაგრამ ჩემი მიზანი იანვარში დაბრუნებაა", - განაცხადა ლორისმა.

ფრანგი ახლა ოჯახთან ერთად უფრო მეტ დროს ატარებს

მიუხედავად იმისა, რომ უგო დიდი ხანი ვერ ითამაშებს, იგი თავს მაინც კარგად გრძნობს და ამ ამბავში დადებით მხარესაც ხედავს.

"ამ პერიოდს შვილებსა და ოჯახთან ერთად გასატარებლად ვიყენებ", - დაამატა ფრანგმა.

   

კომენტარები

ბოლო ამბები