Thumbnail

2 მარცხი უარყოფით ბალანსამდე - გაგამარუმ მე-6 ბრძოლა წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სუმოისტის მე-6 მარცხი კიუშუს ბაშოზე
  • გაგამარუმ საკიგაკესთან იორიკირის ილეთით წააგო

კიუშუს ბაშოს მეშვიდე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-7 ბრძოლა ჩაატარა და მეექვსედ წააგო.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია, მე-3 ნომერ საკიგაკეს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ჯუღელს ბაშოზე 1 მოგება და 6 მარცხი აქვს. გაგამარუს ჯურიოს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის 7 ბრძოლის მოგება სჭირდება. წინ კიდევ 8 ბრძოლაა და ქართველ სუმოისტს ჯურიოში დარჩენის მცირე შანსი რჩება.

კომენტარები

ბოლო ამბები