Thumbnail
  • იტალიის ნაკრებმა ევროშესარჩევში მე-9 თამაშიც მოიგო
  • ესპანეთმა და დანიამ გულშემატკივრებს შოუ დაუდგეს

ევროპის რამდენიმე ქალაქში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი მატჩები გაიმართა. იტალიის ნაკრებმა ბოსნიაში მასპინძლებს 3:0 მოუგო. 'სკუადრა აძურას' მხრიდან გოლები ფრანჩესკო აჩერბიმ, ლორენცო ინსინიემ და ანდრეა ბელოტიმ გაიტანეს. აჩერბიმ იტალიის ნაკრების მაისურით პირველად გამოიჩინა თავი. იტალიის ნაკრებში მანჩინის საოცარი შედეგი აქვს - ბოლო 10 მატჩიდან 10 მოგება.

ესპანეთმა მალტას 7 გოლი გაუტანა. აღსანიშნავია, რომ 7-დან 4-მა მოთამაშემ ნაკრებში პირველი გოლი გაიტანა და აქედან ორმა ფეხბურთელმა ეს სადებიუტო შეხვედრაში შეძლო. სანტი კასორლამ ესპანეთის ნაკრების მაისურით თავი 4-წლიანი პაუზის შემდეგ გამოიჩინა. ნაკრებში პირველი გოლები პაუ ტორესმა, პაბლო სარაბიამ, დანიელ ოლმომ და ჟერარდ მორენომ გაიტანეს. მორენომ სამი საგოლე პასიც მიითვალა. მატჩს წერტილი ხესუს ნავასმა დაუსვა, რომლის გოლიც ძალიან ლამაზი გამოვიდა.

დანიამ საკუთარ მოედანზე გიბრალტარი 6:0 გაანადგურა, ხოლო შვედეთმა რუმინეთთან გამარჯვებით (2:0) ევროპის ჩემპიონატის საგზური გაინაღდა.

მარკუს ბერგის გოლი რუმინეთთან 18'

რობინ კუაისონის გოლი რუმინეთთან 34'

ბოსნია 0:3 იტალია

გოლები: 0:1 აჩერბი (21), 0:2 ინსინიე (37), 0:3 ბელოტი (52)

რუმინეთი 0:2 შვედეთი

გოლები: 0:1 ბერგი (18), 0:2 კუაისონი (34)

დანია 6:0 გიბრალტარი

გოლები: 1:0, 4:0 სკოვი (12, 64), 2:0 გიტკიაერი (47), 3:0 ბრაიტვეიტი (51), 5:0, 6:0 ერიქსენი (85,90)

ესპანეთი 7:0 მალტა

გოლები: 1:0 მორატა (23), 2:0 კასორლა (41), 3:0 პაუ ტორესი (62), 4:0 სარაბია (63), 5:0 ოლმო (69), 6:0 მორენო (71), 7:0 ნავასი (85)

კომენტარები

ბოლო ამბები