Thumbnail

ATP Finals | ნადალმა 3-საათიანი თრილერი მოიგო და რუსის იმედი აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • რაფაელ ნადალი 6:7 (4:7), 6:4, 7:5 სტეფანოს ციციპასი
  • ესპანელმა ნახევარფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა
  • ნადალი იმ შემთხვევაში გავა, თუ მედვედევი ზვერევს მოუგებს

ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირზე რაფაელ ნადალმა, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, სტეფანოს ციციპასი უმძიმეს ბრძოლაში დაამარცხა და ნახევარფინალში თამაშის შანსი შეინარჩუნა. ესპანელისა და ბერძენის დუელი 3 საათს გაგრძელდა და საბოლოოდ, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 6:7 (4:7), 6:4, 7:5 გაიმარჯვა.

მიუხედავად ამისა, ნადალს ნახევარფინალში თამაში მაინც არ გაუნაღდებია, რადგან მას პირველი მატჩი ალექსანდერ ზვერევთან წაგებული აქვს. ეს უკანასკნელი 00:00-ზე რუს დანიილ მედვედევს ეთამაშება - თუ ზვერევი მოიგებს, ნადალი ჯგუფში ჩარჩება, ხოლო თუ მედვედევი გაიმარჯვებს, ესპანელი ნახევარფინალში გავა. ციციპასს ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვს. თუ ნადალი ნახევარფინალში გავა, იქ როჯერ ფედერერს შეხვდება. შვეიცარიელმა ხუთშაბათს ნოვაკ ჯოკოვიჩი 6:4, 6:3 დაამარცხა.

"თუ ხვალ თქვენ წინაშე როჯერს ვეთამაშები, ეს დიდი პატივი იქნება!" - უთხრა ნადალმა მატჩის შემდეგ პუბლიკას.

ნადალმა და ციციპასმა ლონდონის პუბლიკას ბრწყინვალე ჩოგბურთი შესთავაზეს. ესპანელი შესანიშნავად აწოდებდა და ბერძენს ბრეიკი არ ააღებინა. მეორე სეტში რაფამ ციციპასი წნეხის ქვეშ მოაქცია თვითონ დააბრეიკა. იგივე მოხდა მესამე სეტის ბოლოს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო და ამის შემდეგ ნადალმა მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანა.

კომენტარები

ბოლო ამბები