Thumbnail
  • დინამო ბათუმი 2:0 სამტრედია
  • გოლები: 1:0 რამოსი (8), 2:0 ჯოვინო (50)

ეროვნულ ლიგაში სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზაა, რასაც ჩემპიონატის დასკვნითი ორი ტური მოყვება. სწორედ ეს მატჩები გამოავლენს საქართველოს ჩემპიონს, ერთ-ერთი პრეტენდენტი კი დინამო ბათუმია. 

გია გეგუჩაძის გუნდი გადამწყვეტი მატჩებისთვის აქტიურად ემზადება. დინამო ბათუმმა ამხანაგური მატჩი გამართა და ანგისას ბაზაზე სამტრედიას დაუპირისპირდა. თამაში მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა, რაც შედეგზეც შესაბამისად აისახა.

თამაში 8 წუთის დაწყებული იყო, როდესაც გაბრიელ რამოსმა გახსნა ანგარიში. ბათუმელებს შესვენებამდე კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა მეორე გოლი სტუმართა კარში უკვე მეორე ტაიმის სტარტზე გავიდა: ამჯერად, თავი ფლამარიონ ჯოვინომ გამოიჩინა. ორივე გოლი ფლანგურ გარღვევას მოჰყვა, გაბრიელმა და ჯოვინომ კი ხელსაყრელ პოზიციაზე მიიღეს ბურთი და ზუსტად დაარტყეს. 

გია გეგუჩაძემ კარში მიხეილ ალავიძის ნაცვლად მაქსიმ კუჩინსკი დააყენა, დაცვის მარცხენა ფრთა კი, ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული გიორგი ნავალოვსკის ნაცვლად, ლაშა ჩალაძემ ჩაიბარა. ბათუმელთა მწვრთნელმა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებზე გააკეთა აქცენტი, რადგან სამტრედიასთან თამაშის მთავარი მიზანი ფორმის და ტონუსის შენარჩუნება იყო. თუმცა, მეორე ნახევარში გეგუჩაძემ ცვლილებებს მიმართა და ალავიძის გარდა, ყველა ჩაერთო თამაშში.

დინამო ბთ. 2:0 სამტრედია

გოლები: 1:0 რამოსი (8), 2:0 ჯოვინო (50)

დინამო ბთ.: კუჩინსკი - გეგეჭკორი, კობახიძე, გაგოშიძე, ჩალაძე - ტეიდი, ჯანელიძე - თევდორაძე, ჯოვინო, გაბრიელი - დვალიშვილი.

სამტრედია: სეფიაშვილი - ცერცვაძე, კერძევაძე, ჩაკვეტაძე, ახალაია, ჯგერენაია - სამუშია, ქიქავა, პავიშიჩი, ენდელაძე - გურბანოვი

კომენტარები

ბოლო ამბები