Thumbnail
  • ნაპოლი 1:0 სპალ | გოლი: 1:0 ალანი (6-კალეხონის პასით).
  • მაურიციო სარის გუნდმა ლიდერობა შეინარჩუნა.
  • ვიდეო-რეფერიმ ჰამშიკს გოლი გაუუქმა.

იუვენტუსი სერია A-ს სატურნირო ცხრილს ისევ ცოტა ხნით ლიდერობდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ნაპოლიმ სპალ-ი ადვილად დაამარცხა და პირველი ადგილი დაიბრუნა. მაურიციო სარის გუნდმა სუსტ მეტოქეს 1:0 მოუგო, მაგრამ ტაბლოზე დაფიქსირებული ანგარიში ზუსტად ვერ ასახავს იმ ყველაფერს, რაც “სან პაოლოზე” ხდებოდა.

► დიბალა დაბრუნდა, იგუაინი დაშავდა! იუვემ ტურინული დერბი მოიგო

ნეაპოლელები მთელი მატჩის განმავლობაში დომინირებდნენ და უამრავი საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ მხოლოდ ერთი გაიტანეს. გამარჯვების გოლი ალანის ანგარიშზეა. 27 წლის ბრაზილიელი ნახევარმცველი მერტენსთან და კალეხონთან გათამაშებული შესანიშნავი კომბინაციის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩა და გატანა არ გაუჭირდა.

მარეკ ჰამშიკი თამაშგარე მდგომარეობაშია - გოლი გააუქმეს

გამოუყენებელი მომენტების გარდა იყო კიდევ ერთი გოლი, რომელიც მსაჯმა ჩათვალა, მაგრამ ვიდეო-რეფერიმ გააუქმა. გამეორებაზე ჩანს, რომ მარეკ ჰამშიკი მართლაც თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ოღონდ არც ისაა გასაკვირი, რომ ლაინსმენმა ეს ვერ დაინახა.

სპალ-თან საშინაო დავალების შესრულების შემდეგ ნაპოლიმ ლიდერობა დაიბრუნა. სარის შეგირდები მომდევნო ტურში, 26 თებერვალს კალიარის ესტუმრებიან.

 

კომენტარები

ბოლო ამბები