Thumbnail
  • მესხი, რატიაშვილი, გაჩეჩილაძე და ფრუიძე საუკეთესო 15-ში მოხვდნენ
  • მიხეილ გაჩეჩილაძე უფრო პრესტიჟულ ჯილდოსაც უმიზნებს 

რუსეთის სარაგბო ჩემპიონატის 2019 წლის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში 4 ქართველი ლეგიონერი მოხვდა.

საუკეთესო თხუთმეტეული გუნდების მწვრთნელების, კაპიტნების და ვიცე-კაპიტნების გამოკითხვის შემდეგ დასახელდა და მასში ყველაზე მეტი – 8 მოთამაშე ქვეყნის ჩემპიონ ენისეიდან შევიდა.

გასულ სეზონში სწორედ კრასნოიარსკელთა ღირსებას იცავდნენ მეორეხაზელი მიხეილ გაჩეჩილაძე და გარემარბი დავით მესხი, სიმბოლურ ნაკრებში მარცხენა ბურჯის პოზიციაზე მოხვდა ნოვოკუზნეცკის მეტალურგის პირველხაზელი მიხეილ რატიაშვილი, შუამარბის რანგში კი, საუკეთესო თხუთმეტეულში კრასნი იარის წევრი გიორგი ფრუიძე შეიყვანეს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ არსებობს შანსი, გაჩეჩილაძე რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბეც გახდეს. მიხეილი იმ ოთხ მოთამაშეს შორის არის შესული, რომელთაგანაც რჩეული უნდა დაასახელონ.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ გაჩეჩილაძის, მესხის, ნიკოლოზ ხატიაშვილისა და დავით კაჭარავას ენისეის, დღეს, ჩელენჯ ქაფის სასტარტო მატჩი ელის, მეტოქედ კი, ინგლისური ვუსტერი ეყოლება. ქართველები კაჭარავას გარდა, სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან. დავითს ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ გახლავთ.

კომენტარები

ბოლო ამბები