Thumbnail
  • 📅 15 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ ბრაზილია V არგენტინა | 📺 SILK UNIVERSAL
  • ბრაზილია-არგენტინის მორიგი შეხვედრა საუდის არაბეთში შედგება
  • ტიტეს არგენტინელებთან დაპირისპირებაში ნეიმარი ვერ დაეხმარება

საუდის არაბეთში ბრაზილიისა და არტენტინის ნაკრებების მორიგი ამხანაგური დაპირისპირება გაიმართება. ამ გუნდების უკანასკნელი შეხვედრა გასულ ზაფხულს, ბრაზილიაში ჩატარებულ კოპა ამერიკაზე შედგა, რომელიც მასპინძლებმა ტრადიციულ მეტოქეს ანგარიშით 2:0 მოუგეს.

 თამაშამდე ბრაზილიის ნაკრებმა ელ რიადში, "კინგ საუდ უნივერსითი სტეიდიუმზე" ივარჯიშა. ტიტეს ვერ ეხმარება ნეიმარი, სამაგიეროდ, ნაკრებში რეალის 18 წლის შემტევი როდრიგო ჰყავს გამოძახებული, რომელსაც "სელესაოში" დებიუტი აქვს. თუმცა, ბრაზილიური პრესა როდრიგოს ძირითადში მოხვედრას ნაკლებად ელოდება. სავარაუდოდ, ტიტე არჩევანს ფირმინო-გაბრიელ ჟეზუში-რიჩარლისონის ტრიოზე შეაჩერებს.

რეალის 18 წლის შემტევი არგენტინასთან მატჩისთვის ემზადება

ტიტე (ბრაზილიის ნაკრების მთ მწვრთნელი): "როდესაც ვლაპარაკობთ არგენტინისა და ბრაზილიის ნაკრებთა შეხვედრაზე, ე.ი. დიდ მატჩზე ვსაუბრობთ. არგენტინასთან ყველანარი მატჩი გვაქვს ჩატარებული - ამხანაგური და პლეი ოფის, მესისთან ერთად და მის გარეშე. ყველა ამ დაპირისპირებას ერთი რამ საერთო ჰქონდა - მინდორზე ყოველთვის იყვნენ უმაღლესი დონის ოსტატები და ფეხბურთიც უმაღლესი დონის იყო.

მესი სრულიად არაორდინალური ფეხბურთელია. როდესაც კორინთიანსში მუშაობის დროს სანტოსის წინააღმდეგ მიწევდა გუნდის გაყვანა, სამი დღე ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ნეიმარის ნეიტრალიზება. იგივე ხდებოდა, როდესაც რონალდინიოს წინააღმდეგ ვათამაშებდი გუნდს. შემიძლია ვთქვა, რომ ახლაც დროის დიდი ნაწილი მესის შეჩერებაზე ფიქრს მოვანდომე და იმედი მაქვს, რომ ჩემი ნაფიქრალი შედეგს გამოიღებს".  

ტიტეს იმედი აქვს, რომ არგენტინის წინააღმდეგ მისი ტაქტიკა შედეგს გამოიღებს

მეტი ამ თემაზე: სუპერკლასიკოს წინ - ალბისელესტეს ლიონელ მესი უბრუნდება

კომენტარები

ბოლო ამბები