Thumbnail

იუვენტუსის ყველაზე ლამაზი ფანი? ტიფოზები დიდხანს ეძებდნენ და იპოვეს!

ქეთო რაზმაძე პროფილის ფოტო
ქეთო რაზმაძე

ფრანჩესკა სტადიონზე ფეხბურთის საყურებლად მივიდა და ინსტაგრამის ვარსკვლავი გახდა!

21 წლის იტალიელი სტუდენტი იუვენტუსის თამაშებს ხშირად ესწრება, მაგრამ აქამდე ბევრს არავის შეუმჩნევია. ახლა კი, მისი სახე Sky-მ პირდაპირ ეთერში აჩვენა და ტურინული გრანდის ტიფოზებს იმდენად მოეწონათ, რომ მის ძებნას შეუდგნენ. მალევე იპოვეს მისი ინსტაგრამი და ახლა ფრანჩესკა ნამდვილი ვარსკვლავია.

ეს იუვენტუსისა და მილანის მატჩის დროს მოხდა. მისი სახე კადრში მხოლოდ რამდენიმე წამით მოხვდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ტელემაყურებლებს მასზე “ძებნა გამოეცხადებინათ”. იუვეს ტიფოზები მას ფეისბუქზე, ტვიტერზე და ინსტაგრამზე ეძებდნენ. ბოლოს, ვიღაცამ აღმოაჩინა

50 000 ახალი ფოლოვერი რამდენიმე საათში

რამდენიმე საათში, ფრანჩესკას ინსტაგრამზე 50 000 ახალი გამომწერი დაემატა. თუკი იუვენტუსისა და მილანის მატჩამდე “მხოლოდ” 25 000 ფოლოვერი ჰყავდა, ახლა უკვე 76 000-ზე მეტი ჰყავს.

“მადლობა ამისთვის, Sky Sport!” - დაპოსტა ფრანჩესკამ ინსტაგრამზე.

მილანის და ინტერის ფანები მასზე ნაწყენები არიან. საქმე ისაა, რომ ფრანჩესკა მილანში ცხოვრობს და იუვენტუსს ქომაგობს.

View this post on Instagram

Sii mare e mai ultima spiaggia. #FT

A post shared by FRANCESCA TAJÈ (@francescataje) on

კომენტარები

ბოლო ამბები