Thumbnail

შაფათავა ნახევარფინალშია – ქართველს ინდური ბარიერი ელის

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სოფიო შაფათავამ 25-ათასიან ტურნირზე 3 გამარჯვება იზეიმა
  • ქართველი ჩოგბურთელი ფინალისთვის ხვალ იბრძოლებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფიო შაფათავა ინდოეთში იმყოფება და წარმატებულად ირჯება გვეილორის საერთაშორისო ტურნირზე, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.

სოფიომ, რომელსაც GWALIOR ITF WOMENS TENNIS CHAMPIONSHIP-ზე მე-7 განთესვა აქვს, უკვე 3 გამარჯვება იზეიმა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

#IncredinleIndia 😊🥥🐮

Posted by Sofia Shapatava სოფია შაფათავა on სამშაბათი, 12 ნოემბერი, 2019

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ინდოელ სარა იადავს 6:4, 6:0 სძლია, მერვედფინალში რუს ევგენია ბურდინას 3:6, 6:4, 6:3 მოუგო, მეოთხედფინალში კი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ფრეია კრისტი 6:1, 6:2 დაამარცხა.

ნახევარფინალში, რომელიც ხვალ შედგება, შაფათავა ინდოელ სოუჯანია ბავისეტის ეთამაშება, ფინალის მე-2 საგზურისთვის კი პირველი განთესვის მქონე ჩინელი ჯია-ჯინ ლუ და თურქი ბერფუ ჩენგიზი (8) იბრძოლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები