Thumbnail
  • კარმელო ენტონი კარიერას პორტლენდში გააგრძელებს
  • ამერიკელ კალათბურთელს გარანტირებული კონტრაქტი არ მიუღია

NBA-ს ინსაიდერის, ადრიან ვოინაროვსკის (ESPN) ინფორმაციით, კარმელო ენტონი კარიერას პორტლენდში აგრძელებს. 35-წლის კალათბურთელს, რომელიც All Star-ის 10-გზის მონაწილეა, კლუბთან გარანტირებული კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. თუ მელომ კარგად ითამაშა, ის გარანტირებულ კონტრაქტს 7 იანვრიდან მიიღებს.

მელოსთვის პორტლენდი NBA-ში მე-5 გუნდია. ის დენვერის, ნიუ იორკ ნიქსის, ოკლაჰომასა და ჰიუსტონის ღირსებას იცავდა. მისი ბოლო გუნდი სწორედ ჰიუსტონი იყო, სადაც მხოლოდ 10 შეხვედრა ჩაატარა.

პორტლენდის ერთ-ერთ ლიდერ დემიენ ლილარდს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ მელო გუნდში ეხილა. პორტლენდს ამ პოზიციაზე ზაკ კოლინსი და როდნი ჰუდი ჰყავს. კოლინსს ახლახანს ოპერაცია ჩაუტარდა. დიდი ალბათობით, მელო სწორედ როდნი ჰუდის შემცვლელი იქნება.

პორტლენდს კარმელოს დამატება ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხულში სურდა. პორტლენდელთა კალათბურთელმა სი ჯეი მაკალუმმა 2017 წელს ინსტაგრამის გვერდზე პორტლენდის მაისურით მელოს ფოტო დაპოსტა.

კომენტარები

ბოლო ამბები