Thumbnail

გაგამარუს მე-5 მარცხი კიუშუს ბაშოზე - ქართველმა კაიშოსთან წააგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სუმოისტის მე-5 მარცხი კიუშუს ბაშოზე
  • გაგამარუმ კაიშოსთან შიტატენაგეს ილეთით წააგო

კიუშუს ბაშოს მეხუთე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-6 ბრძოლა ჩაატარა და მეხუთედ წააგო.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია, მე-11 ნომერ კაიშოს შეხვდა და შიტატენაგეს ილეთით დამარცხდა. ჯუღელს ბაშოზე 1 მოგება და 5 მარცხი აქვს. გაგამარუს ჯურიოს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის 7 ბრძოლის მოგება სჭირდება. წინ კიდევ 9 ბრძოლაა და ქართველ სუმოისტს ჯურიოში დარჩენის მცირე შანსი რჩება.

გაგამარუმ კიუშუს ბაშოზე მე-5 მარცხი განიცადა

გაგამარუმ კიუშუს ბაშოზე მე-5 მარცხი განიცადა

Posted by სპორტმიამბე • Sportmiambe on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები