Thumbnail

ელ კლასიკო ევროლიგაში | რეალმა ბარსელონას 10 ქულით აჯობა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • რეალი 86:76 ბარსელონა
  • რეალმა ზედიზედ მესამე საკალათბურთო ელ კლასიკო მოიგო

მადრიდის რეალმა ევროლიგის მე-8 ტურში ბარსელონას უმასპინძლა და მეტოქეს 10 ქულის სხვაობით, 86:76 სძლია. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და პირველი პერიოდის ანგარიშის შემდეგ, ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ბარსელონა პირველ ტაიმს მოიგებდა.

რეალმა პირველი პერიოდი 18 ქულით, 32:14 მოიგო და მეორე პერიოდს სოლიდური უპირატესობით შეხვდა, თუმცა ბარსელონამ მეორე პერიოდში 4-სამქულიანი ჩააგდო და ტაიმი კატალონიელებმა 2 ქულიანი უპირატესობით დაასრულეს - 50:48.

სამეფო კლუბმა მესამე და მეოთხე პერიოდი მაინც მოიგო, რითიც მატჩის ბედიც გადაწყვიტა და შეხვედრა მადრიდელთა სასარგებლოდ 86:76 დასრულდა. რეალმა ბარსელონას ზედიზედ მესამე საკალათბურთო ელ კლასიკო მოუგო. რეალის მხრიდან საუკეთესო შედეგი ენტონი რენდოლფს ჰქონდა, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო და ბურთი 7-ჯერ მოხსნა. ბარსელონადან ნიკოლა მიროტიჩმა 19 ქულა ჩააგდო, ხოლო ანტე ტომიჩმა 13 ქულით გამოიჩინა თავი.

რეალს 5 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა, რითიც მე-7 ადგილზეა. ბარსელონა სეზონში მეორედ დამარცხდა. კატალონიელებმა პირველი მატჩი მილანოსთან წააგეს. რეალი მე-9 ტურში ხიმკის უმასპინძლებს, ხოლო ბარსელონა ფენერბაჰჩეს მიიღებს.

რეალი 86:76 ბარსელონა

რეალი 86:76 ბარსელონა | სამეფო კლუბმა ზედიზედ მესამე საკალათბურთო ელ კლასიკო მოიგო

Posted by Silk Sport on ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019

კომენტარები

ბოლო ამბები