Thumbnail

ATP FINALS | ფედერერის 12 ეისი - როჯერმა ჯოკოვიჩი ჯგუფში ჩატოვა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 4:6, 3:6 როჯერ ფედერერი
  • ფედერერმა ჯოკოვიჩთან 12 ეისი შეასრულა

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე წრეში როჯერ ფედერერმა გამარჯვება იზეიმა. შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ორ სეტში, 6:4, 6:3 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.

2019 წლის უიმბლდონის საოცარი ფინალის შემდეგ, ეს ჩოგბურთელები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ და როჯერმა მეტოქეს უშანსოდ მოუგო. ფედერერმა მატჩში 12 ეისი შეასრულა და მეტოქეს 6 გეიმი 0-ზე მოუგო. ამ ჩოგბურთელების რიგით 49-ე შეხვედრა საათსა და 14 წუთს გაგრძელდა.

როჯერმა ჯოკოვიჩს 23-ე მატჩი მოუგო. აღსანიშნავია, რომ ფედერერს ჯოკოვიჩი 2015 წლის შემდეგ დამარცხებული არ ჰყავდა. ''ლონდონში შესანიშნავი ატმოსფეროა. დიდი და განსაკუთრებული მოწინააღმდეგე მყავდა. წარმოუდგენლად ვითამაშე. თავიდანვე ვიცოდი, რასაც ვაკეთებდი და კარგად ვთამაშობდი. შეხვედრას ვაკონტროლებდი. ეს ნამდვილად ჯადოსნური იყო'' - განაცხადა ფედერერმა მატჩის დასრულების შემდეგ.

როჯერი ჯგუფში მე-2 ადგილზე გავიდა და იმ შემთხვევაში თუ ნადალი ციციპასს 2:0-ს მოუგებს - ნახევარფინალში ფედერერისა და ნადალის დაპირისპირებას ვიხილავთ. ჯოკოვიჩის მარცხის შემდეგ, რაფაელ ნადალმა 2019 წელი რეიტინგში პირველი ადგილით დაასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები