Thumbnail
  • თურქეთი 0:0 ისლანდია
  • უგოლო ფრე, რომელიც თურქებს და ფრანგებს აწყობდათ

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი H ჯგუფის მატჩით გაიხსნა, სადაც თურქეთის ნაკრებმა ისლანდიას უმასპინძლა. ორივე გუნდი იბრძოდა ევრო 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად, მიზანს კი ერთმა მიაღწია. თურქეთი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს, ისლანდია კი, რომელმაც 2016 წლის ევროპაზე გაიბრწყინა, დიდი საფეხბურთო ტურნირის მიღმა დარჩა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი: ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდა საფრანგეთის ნაკრებმაც. ისლანდია მესამე ადგილზეა და მეორე პოზიციაზე მყოფ საფრანგეთს ქულებით ვეღარ გადაასწრებს, დაწევა კი არ იქნება საკმარისი, რადგან ურთიერთშეხვედრებში უარყოფითი ბალანსი აქვს. მოკლედ, ისლანდია ვეღარც თურქეთს შეწვდება და ვეღარც საფრანგეთს, რაც ყველაფერს ნათელს ხდის: თურქები და ფრანგები ევროპაზე, ხოლო ისლანდიელები შინ.

თამაში ფრედ, 0:0 დასრულდა, გულშემატკივარმა კი მოსაწყენი ფეხბურთი იხილა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან სასწორზე ევროპის ჩემპიონატის საგზური იდო, ასეთ დრო კი პრიორიტეტი შედეგს და პრაგმატულ ფეხბურთს ენიჭება.

თურქეთი 0:0 ისლანდია

კომენტარები

ბოლო ამბები