Thumbnail
  • 16 ნოემბერი: ჰიუსტონი V ინდიანა
  • 17 ნოემბერი: ინდიანა V მილუოკი

გოგა ბითაძის ინდიანა პეისერსი 16 ნოემბერს (05:00 სთ. თბილისის დროით) NBA-ს რეგულარული სეზონის მატჩს გამართავს ჰიუსტონთან. მეორე დღეს (04:00 სთ. თბილისის დროით) პეისერსი შინ მილუოკის მასპინძლობს.

ახლახან პეისერსის თავკაცმა ინდიანა პეისერსის მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა საკადრო პრობლემებზე ისაუბრა: "მაილსი (ტერნერი) არ ითამაშებს, ჯერემი (ლემბი) არ იქნება, გოგას თამაში საეჭვოა". 

ბოლო მატჩისას

როგორც ხედავთ, ბითაძის თამაში უკვე აღარ არის გამორიცხული. შეგახსენებთ, რომ ვაშინგტონთან თამაშში გოგამ ტვინის შერყევა მიიღო და ზედიზედ სამი თამაში გამოტოვა.    

"რაც შეიძლება მეტი თამაში უნდა ვითამაშო, რომ მალე შევეგუო NBA-ს თამაშის სტილს", - განაცხადა ქართველმა ცენტრმა. 

კომენტარები

ბოლო ამბები