Thumbnail

'ქომაგების გარეშე არაფერს წარმოვადგენთ' - გვარდიოლას საჩუქარი სიტის ფანებს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პეპ გვარდიოლამ მანჩესტერ სიტის ქომაგები შახტართან მატჩზე დაპატიჟა
  • პეპმა ქომაგებს გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა

პეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში გასამართი მატჩისთვის, მანჩესტერ სიტის იმ ქომაგებს, რომლებმაც გუნდს უკრაინაში შახტართან შეხვედრაში უქომაგეს, საჩუქარი გაუკეთა და მატჩზე დასასწრები ბილეთები უფასოდ გადასცა.

წერილში, რომლითაც პეპმა ქომაგებს მიმართა, ესპანელმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ქომაგების გვერდში დგომა მანჩესტერ სიტისთვის ბევრს ნიშნავს და ესპანელმა სპეციალისტმა სწორედ ამ ფორმით დაუფასა მანჩესტერ სიტის ქომაგებს გულშემატკივრობა.

პეპ გვარდიოლას წერილი

ძვირფასო დარენ, 2019 წლის 18 სექტემბერს მანჩესტერ სიტის 113 ქომაგმა და შენ ძალიან გრძელი გზა გაიარეთ, რათა უკრაინაში დონეცკის შახტართან მატჩში ჩვენთვის გექომაგათ. მინდა შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადაგიხადოთ.

ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ, რადგანაც ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დავიწყეთ - შახტართან მძიმე ბრძოლაში კარგად ვითამაშეთ, თამაშს ვაკონტროლებდით და დამსახურებულად მოვიგეთ.

ასეთ მატჩებში თქვენი ქომაგობა ბევრს ნიშნავს. მე ყოველთვის ვამბობ, რომ ჩვენ ქომაგების გარეშე არაფერს წარმოვადგენთ. მადლობის ნიშნად, ჩვენ გიწვევთ დონეცკის შახტართან ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურის მატჩზე.

მოთამაშეთა და კლუბის პერსონალის სახელით კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით განსაკუთრებული ქომაგობისთვის.

კომენტარები

ბოლო ამბები