Thumbnail
  • თედო აბჟანდაძე ბრიველთა ძირითად გუნდში პირველად ითამაშებს
  • ბრივი სტად ფრანსეს 6 ქართველი ლეგიონერით დაუპირისპირდება

20 წლის ქართველ მორაგბე თედო აბჟანდაძეს ფრანგული ბრივის ძირითადი გუნდის მაისურით დებიუტი ელის. აღნიშნული ჩელენჯ ქაფის სასტარტო მატჩში მოხდება, რომელიც ბრიველები ძალებს კიდევ ერთ ფრანგულ გუნდ სტად ფრანსესთან მოსინჯავს.

შეგახსენებთ, რომ ბრივის ესპუარებში თამაშის შემდეგ, აბჟანდაძეს საკმაოდ კარგი გამოხმაურება ჰქონდა. როგორც სჩანს, ქართველი მგეზავის გარჯით მწვრთნელებიც კმაყოფილები დარჩნენ და ხვალინდელი თამაშისთვის სასტარტო თხუთმეტეულში უხმეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი – ვასილ ლობჟანიძე დადგება 9 ნომრის პოზიციაზე, 8 ნომრად კი ოთარ გიორგაძე ითამაშებს.

3 ქართველი ლეგიონერია ბრიველთა თადარიგში. მათგან, ვანო კარკაძეს (16 ნომერი) და ლუკა ჯაფარიძეს (18) ასევე დებიუტი ექნებათ, კარლენ ასიეშვილი (17) კი ფრანგული გუნდის უკვე გამობრძმედილი წევრია. ამდენად, ბრიველთა სარეზერვო პირველი ხაზი სრულად ქართული იქნება.

ცნობისთვის, ბრივი ჩელენჯ ქაფის მე-4 ჯგუფში მოხვდა, სადაც სტად ფრანსეს გარდა, მეტოქეებად ინგლისური ბრისთოლი და იტალიური ძებრე ეყოლება.

კომენტარები

ბოლო ამბები