Thumbnail

ზვერევს დისკვალიფიკაცია ელის? გერმანელი სკანდალში გაეხვა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ალექსანდრ ზვერევს ტელეფონის გამოყენებას ედავებიან
  • მსოფლიოს მე-7 ჩოგანი ბრალდებას უარყოფს

გერმანელი ჩოგბურთელი ალექსანდრ ზვერევი, რომელსაც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილი უკავია, სკანდალში გაეხვია და შესაძლოა, დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩეს.

სადავო ეპიზოდი ზვერევის და ბერძენი სტეფანოს ციციპასის მატჩში დაფიქსირდა, რომელიც ლონდონში მიმდინარე შემაჯამებელი ტურნირის ეგიდით შედგა.

შეხვედრა ციციპასმა 6:3, 6:2 მოიგო, მე-2 სეტის მიმდინარეობისას კი კამერამ მომენტი დააფიქსირა, როდესაც ზვერევი თითქოსდა ჩანთაში დამალულ ტელეფონს იყენებდა.

მოგეხსენებათ, ATP-ს წესებით, ჩოგბურთელებს მატჩების დროს ტელეფონის და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება აკრძალული აქვთ. აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ მოთამაშეებს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცეთ.

აღნიშნულ ინციდენტს თავად საშაც გამოეხმაურა და ბრალდებას უსაფუძვლო უწოდა.

“ჩემი ტელეფონი გასახდელში დავტოვე. არ ვიცი, იქ ვინ რა დაინახა, თუმცა, ეს ტელეფონი ნამდვილად არ ყოფილა. ზუსტად რა იყო? შესაძლოა, წყლის ცარიელი ბოთლი”.

თუკი ზვერევს თაღლითობა მაინც დაუმტკიცდა, შესაძლოა, მას ფულადი ჯარიმის (250 ათასი დოლარი) გადახდა მოუწიოს, სხვა სასჯელზე კი ATP დამატებით იმსჯელებს.

შეგახსენებთ, რომ საშა წლის შემაჯემებელი ტურნირის მოქმედი გამარჯვებულია, წლეულს კი, ციციპასთან წაგებამდე, ესპანელ რაფაელ ნადალს 6:2, 6:4 სძლია. 15 ნოემბერს, გერმანელი ჩოგბურთელი რუს დანიილ მედვედევს ეთამაშება.

კომენტარები

ბოლო ამბები