Thumbnail
  • ლუკა მოდრიჩის რეალიდან წასვლა, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია
  • ხორვატს მადრიდელთა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრა უჭირს

მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა, შესაძლოა, კარიერა MLS-ში, კერძოდ კი, ინტერ მაიამიში გააგრძელოს, რომელიც დევიდ ბექჰემის კუთვნილება გახლავთ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ესპანური AS ჟურნალისტ ედუარდო ინდაზე დაყრდნობით ავრცელებს.

“დიდია შანსი, ლუკას მორიგ გაჩერებად შესანიშნავი ქალაქი მაიამი იქცეს. მას ყოფილი თანაგუნდელი ეპატიჟება, რომელაც ამჟამად ინტერის ხელმძღვანელი გახლავთ. რეალი ხორვატის გაშვების წინააღმდეგი არ უნდა იყოს, რადგანაც გაისად ფეხბურთელი უკვე 35 წლისა იქნება”, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში მოდრიჩი “ოქროს ბურთის” გამარჯვებული გახდა და ამით, ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს 10-წლიანი ჰეგემონია დაამხო, თუმცა, მიმდინარე სეზონში ძველებურად ვეღარ თამაშობს. ლუკას ლა ლიგაში მხოლოდ 7 მატჩი აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 1 გოლი და 3 საგოლე პასია.

კომენტარები

ბოლო ამბები