Thumbnail
  • ტორინო 0:1 იუვენტუსი | გოლი: 0:1 ალექს სანდრო (33).
  • პაულო დიბალამ ტრავმა მოიშუშა და დაბრუნდა.
  • რამდენად სერიოზულია გონსალო იგუაინის ტრავმა?

ვინც იფიქრა, რომ ტოტენჰემთან წარუმატებელი მატჩი (2:2) იუვენტუსზე სერია A-შიც იმოქმედებდა, შეცდა. ტურინული დერბის სახით, მასიმილიანო ალეგრის გუნდს იტალიის ჩემპიონატშიც რთული მატჩი ჰქონდა, რომელიც “ბებერმა ქალბატონმა” მინიმალური ანგარიშით, 1:0 მოიგო.

ალექს სანდრომ ფედერიკო ბერნარდესკის პასით გაიტანა

ერთადერთი გოლი შეტევის მარცხენა ფლანგზე გამწესებულმა ალექს სანდრომ გაიტანა - ფედერიკო ბერნარდესკის გარღვევისა და ზუსტი პასის შემდეგ მან ბურთი ცარიელ კარში შეადგო.

იუვეს ისედაც რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ჰყავს ტრავმირებული, ახლა კი გონსალო იგუაინიც დაშავდა. არგენტინელმა ტრავმა მატჩის მე-15 წუთზე, ტორინოს მეკარე სალვატორე სირიგუსთან ორთაბრძოლისას მიიღო და მაშინვე შეცვალეს. იუვენტუსის ექიმებმა მას ყინულები დაადეს და იმედოვნებენ, რომ ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდება. ზუსტ დიაგნოსს ორშაბათს უნდა ველოდოთ.

სამაგიეროდ, იუვეს გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ამბავია ის, რომ პაულო დიბალა დაბრუნდა! ტურინული გრანდის მე-10 ნომერი, რომელიც იუვენტუსს ტოტენჰემთან ძალიანნ აკლდა, თამაშში 66-ე წუთიდან, დუგლას კოშტას ნაცვლად ჩაერთო და საგოლე მომენტიც შეექმნა, რომელიც ვერ გამოიყენა.

კომენტარები

ბოლო ამბები