Thumbnail

ATP FINALS | ფანტასტიკური ქამბექი - ნადალმა მედვედევს მაინც მოუგო

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • რაფაელ ნადალი 6:7 (3:7), 6:3, 7:6 (7:4) დანიილ მედვედევი
  • ესპანელი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ლონდონში
  • მსოფლიოს პირველი ჩოგანი გადამწყვეტ სეტს 1:5-ს აგებდა

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირის ჯგუფური ეტაპის მეორე წრეში გამარჯვება იზეიმა რაფაელ ნადალმა (1), რომელმაც დანიილ მედვედევს (4) სამ სეტში სძლია. ანდრე აგასის ჯგუფში გამართული, 33 წლის ესპანელი და მასზე 10 წლით უმცროსი რუსი ჩოგბურთელების შეხვედრამ 2 საათსა და 49 წუთს გასტანა. 

АТР-ის რეიტინგის ლიდერი შთამბეჭდავი ქამბექით გამოირჩა. გადამწყვეტ სეტს ესპანელი 1:5, 30:40-ს აგებდა, მაგრამ ტაი ბრეიკზე გამარჯვების მოპოვება მაინც მოახერხა. 

"ძალიან გამიმართლა, რადგან გადამწყვეტ პარტიაში დანიილი ჩემზე უკეთესად თამაშობდა. მის წინაშე ბოდიშის მოხდაც კი მინდა, ამ საკმაოდ მწარე წაგებისთვის. მატჩს მიწურულს, ალბათ, მე ცოტა უფრო კარგად გამოვიყურებოდი. რაც შეეხება მთლიან თამაშს, აშკარად გაცილებით უკეთესად ვითამაშე, ვიდრე ორი დღის წინ. ეს მახარებს", - თქვა რაფამ თამაშის შემდეგ.

ესპანელმა ახალგაზრდა რუსს კარიერაში მესამედაც აჯობა - 3:0

ნადალმა 4 ეისი მოაწოდა, დაუშვა 2 ორმაგი შეცდომა და 9-იდან 4 ბრეიკ პოინტის რეალიზება მოახერხა. მედვედევის ანგარიშზე 21 ეისი, დაშვებული 2 ორმაგი შეცდომა და 6-იდან 2 რეალიზებული ბრეიკია.   

📺 ვიდეო: ნადალის ეპიკური ქამბექი მედვედევთან

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში ნადალმა ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულთან, გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან (7) წააგო, მედვედევი კი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან (6) დამარცხდა.

ანდრე აგასის სახელობის ჯგუფში, ციციპასისა და ზვერების მეორე წრის დაპირისპირება მოგვიანებით გაიმართება.

მესამე წრის მატჩს რაფაელ ნადალი ციციპასთან 16 ნოემბერს ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები