Thumbnail
  • GIVEMESPORT-მა ვილიას საუკეთესო თანაგუნდელების 11-ეული გამოაქვეყნა
  • სიაში ვერ მოხვდნენ: სერხიო რამოსი, სერხიო ბუსკეტსი, ფერნანდო ტორესი და სხვები

ორშაბათს, 37 წლის ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილიამ თავისი შესანიშნავი კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. გოლეადორი განსაკუთრებით წარმატებით ვალენსიაში, ბარსელონასა და ატლეტიკოში თამაშობდა (მანამდე იყო ხიხონის სპორტინგი და სარაგოსა). კარიერის ბოლო ხუთი წელი კი ნიუ იორკ სიტიში, მელბურნში და ვისელ კობეში ასპარეზობდა. 

GIVEMESPORT-მა იმ ფეხბურთელთა საუკეთესო 11-ეული ჩამოწერა, რომლებთანაც ერთად "ელ გუახეს" უთამაშია.

დავიდ ვილია XI

იკერ კასილიასი (მეკარე) 

ვილიას ისეთ მეკარეებთან ერთად უთამაშია, როგორიც ვიქტორ ვალდესი და ტიბო კურტუაა, თუმცა ისინი იკერთან ვერ მოვლენ, რომელმაც კარიერაში 20-ზე მეტი მნიშვნელოვანი ტიტული მოიპოვა. დავიდმა 98-დან 75 მატჩი ესპანეთის ნაკრებში კასილიასთან ერთად ითამაშა.

ჟერარდ პიკე (მცველი)

პიკემ სულ რაღაც თვეებში გაიარა გზა მანჩესტერის უარყოფილი ფეხბურთელიდან, ბარსელონას მნიშვნელოვან ფიგურამდე და 2011 წლის ოქროს დუბლში დიდი წვლილიც შეიტანა. ვილიას ბევრ კარგ ცენტრალურ მცველთან უთამაშია, თუმცა პიკეს ადგილი 11-ეულში ეჭვს არ იწვევს. 

დიეგო გოდინი (მცველი)

ვილიამ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა ატლეტიკოში, მაგრამ ლა ლიგის მოგება შეძლო. ამ გუნდში უკან კლდესავით იდგა ურუგვაელი მცველი. 

კარლეს პუიოლი (მცველი)

კარლეს პუიოლი და დავიდ ვილია ესპანეთის ნაკრებში

სამი ცენტრალური მცველით სქემა სწორედ იმიტომ არის შერჩეული, რომ რომელიმე ბრწყინვალე ცენტრალური მცველი არ დარჩეს 11-ეულს მიღმა. მაგალითად, კარლეს პუიოლი. დიახ, სერხიო რამოსი გარეთ რჩება, მაგრამ სერხიოს ვილიასთან ერთად ძირითადად, მარჯვენა მცველის პოზიციაზე უთამაშია. მარჯვენა ფლანგზე კი მან კონკურენცია წააგო...

დანი ალვეში (ფლანგი)

დანი ალვეშმა რასაც მარჯვენა ფლანგზე პეპის ხელში მიაღწია, რევოლუციური მიღწევა ეთქმის. ბრაზილიელის შემტევი პოტენციალი ამოუწურავი იყო, მან ვილიას 6 გოლი გაატანინა.

ანდრეს ინიესტა (ნახევარმცველი)

ინიესტა ალბათ, ვილიას საუკეთესო გუნდელი იყო, ერთად ბარსელონაში და ესპანეთის ნაკრებში - ბრწყინვალე ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგა, ლა ლიგა, კოპა, ევრო და მუნდიალი ისე მოიგო, რომ მის წინ ვილია თამაშობდა შეტევაში.

ანდრეა პირლო (ნახევარმცველი)

სიის მიღმა ბუსკეტსის, ფაბრეგასისა და ჩაბი ალონსოს დატოვება უმძიმესი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ პირლოს კლასი ამის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. ერთი ეგ არის, რომ მათ უკვე კარიერის ბოლოსკენ მოუწიათ ერთად თამაში, თუმცა ერთად 50-ზე მეტ შეხვედრაში ითამაშეს და იტალიელის პასებით "ელ გუახემ" 6 გოლიც გაიტანა.

ჩავი (ნახევარმცველი)

ერთად ბარსელონაში და ეროვნულ ნაკრებში

ჩავი და ინიესტა ერთად ბევრჯერ მოხვედრილან სხვადასხვა სახის სიმბოლურებში, მესამე ფეხბურთელი ამათთან, ვინც პირველი გაგახსენდებათ ლეო მესია, შემდეგ კი დავიდ ვილია.

ჟორდი ალბა (ფლანგი)

ვალენსიაში, ესპანეთის ნაკრებში და ბარსელონაში, ვილიას პასებით მარცხენა ფრთიდან ძირითადად სწორედ ალბა ამარაგებდა. 100 მატჩზე მეტი ერთად! 

დავიდ სილვა (ფორვარდი)

მათ ერთად 181 მატჩში უთამაშიათ. სიტის ვარსკვლავის ტალანტს თავი რომ დავანებოთ, მხოლოდ ამიტომ ეკუთვნის მას 11-ეულში ადგილი. ერთმანეთს მათ 24 გოლი გაატანინეს.

ლიონელ მესი (ფორვარდი)

მხოლოდ ერთი ფორვარდი და ისიც ისეთი, ვისაც სიღრმიდან უყვარს შეტევა, თუმცა საკმარისია მხოლოდ ერთიც, რადგან ის ლეო მესია! 

კომენტარები

ბოლო ამბები