Thumbnail
  • პეპ გვარდიოლა მანჩესტერ სიტის დატოვებაზე ფიქრობს
  • ბაიერნის სიაში ესპანელი მწვრთნელი უალტერნატივოა

პეპ გვარდიოლა, შესაძლოა, მიუნხენის ბაიერნის მთავარ მწვრთნელად დაბრუნდეს და ეს მიუხედავად იმისა, რომ მანჩესტერ სიტისთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

გვარდიოლას ბავარიაში შესაძლო დაბრუნებაზე დღეს BILD-მა დაწერა, შემდეგ კი, ინფორმაცია გერმანული პრესის სხვა წარმომადგენლებმაც აიტაცეს.

როგორც ირკვევა, პეპი რამდენიმე თვის წინ მიუნხენში უკვე ყოფილა და ბაიერნის დირექტორატთან გარკვეული მოლაპარაკებები აწარმოა.

ესპანელმა მწვრთნელმა გასულ წელს, შიდა ასპარეზზე, სიტისთან ერთად ტრიპლი შეასრულა, თუმცა, ვერაფრით ახერხებს ინგლისურ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვებას, რაც მისთვის უმთავრესი მიზანი იყო.

მიმდინარე სეზონში, მანჩესტერელები ლიგის ფავორიტთა შორის კი რჩებიან, პრემიერ ლიგაში კი, ლივერპულს 12 ტურის თავზე უკვე 9 ქულით ჩამორჩნენ და ტიტულის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ.

ცნობილია ისიც, რომ ინგლისში ცხოვრებას ვერაფრით ეგუება და ამჟამად, ესპანეთში იმყოფება გვარდიოლას ოჯახი, რომელიც მიუნხენში დაბრუნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს.

პეპს მიუნხენელებთან ერთად 7 ჯილდო აქვს მოგებული

პეპს ბავარიაში სახლი არ გაუყიდია და თანაც ზურგს გერმანულ გრანდთან ერთად 3 სეზონის განმავლობაში მოპოვებული 7 ჯილდო უმაგრებს.

ბაიერნში პეპს ყველანაირად მიანიშნებენ, რომ მისი დაბრუნების დიდი სურვილი აქვთ. მიუნხენელებს გუნდიდან განთავისუფლებული ნიკო კოვაჩის შემცვლელთა სიაში ტომას ტუხელი და ერიკ ტენ ჰაგიც ჰყავთ, თუმცა, ესპანელი უალტერნატივოდ ითვლება.

დღეს, BILD-მა გვარდიოლას სიტყვებიც შეგვახსენა, რომლებიც მან 2016 წელს გერმანიიდან წასვლის დროს თქვა: “აქ აუცილებლად დავბრუნდები, შესაძლოა, მწვრთნელის რანგშიც”.

კომენტარები

ბოლო ამბები