Thumbnail

საკალათბურთო სუპერლიგა: მოქმედი ჩემპიონი კრიზისშია - დინამო რუსთავშიც დამარცხდა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • რუსთავი 80:74 დინამო
  • კაკტუსი 70:61 ბათუმი
  • მგზავრები 81:87 ოლიმპი
  • სოხუმი 75:97 მარნეული

საკალათბურთო სუპერლიგის მე-19 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში რუსთავმა თბილისის დინამოს უმასპინძლა. თამაში სავსე ტრიბუნების ფონზე წარიმართა და რუსთავის გამარჯვებით 80:74 დასრულდა.

მატჩი დაძაბული და საინტერესო გამოდგა. პირველი პერიოდი რუსთავმა 17:14 მოიგო, თუმცა მეორე მეოთხედი დინამომ უკეთესად ჩაატარა და პირველი ტაიმი 40:34 მოიგო.

მესამე მეოთხედში დინამო შესანიშნავად ათამაშდა და 14-ქულიანი ფორა მოიპოვა, თუმცა დასკვნით მეოთხედში რუსთავმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა და საბოლოოდ, 6-ქულიანი უპირატესობით გაიმარჯვა.

რუსთავის რიგებში საუკეთესო იყო ადამ ბლეიზეკი, რომლის აქტივში 21 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი და 4 ჩაჭრაა. 19 ქულა მიითვალა აქტივში ტაირელ ნელსონმა. დინამოს რიგებში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი რეივენ ლი იყო.

ტურის დარჩენილ შეხვედრებში საინტერესო შედეგები დაფიქსირდა: კაკტუსმა ბათუმი 70:61 დაამარცხა, ოლიმპმა მგზავრებს დაძაბულ ბრძოლაში 87:81 მოუგო, ხოლო მარნეულმა სოხუმი 22-ქულიანი სხვაობით, 97:75 გაანადგურა.

სატურნირო ცხრილს 33-33 ქულით ქუთაისი და რუსთავი ლიდერობენ, 30-30 ქულა აქვთ ოლიმპს და კაკტუსს, ხოლო მოქმედი ჩემპიონი თბილისის დინამო 29 ქულით მე-5 ადგილზეა 

 

კომენტარები

ბოლო ამბები