Thumbnail

რუსეთის საუკეთესო მორაგბე? გაჩეჩილაძე პრეტენდენტთა ოთხეულშია

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • მიხეილ გაჩეჩილაძის ენისეი ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა
  • დაჯილდოების ცერემონიალი 15 ნოემბერს შედგება

კრასნოიარსკის ენისეის ქართველი მორაგბე მიხეილ გაჩეჩილაძე, შესაძლოა, რუსეთის 2019 წლის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდეს.

დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი 15 ნოემბერს გახლავთ დაგეგმილი, 28 წლის გაჩეჩილაძე კი იმ ოთხ მორაგბეს შორისაა, ვისაც ტიტულის მოპოვების შანსი აქვს.

ქართველი მესამეხაზელის კონკურენტები ენისეში მისი თანაგუნდელი ალექსეი შჩერბანი, სლავას წევრი ანდრეი იგრეცოვი და კრასნი იარის ტონგელი ლეგიონერი სუნია ლატუ იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ გაჩეჩილაძე კრასნოიარსკული გუნდის ღირსებას 2016 წლიდან იცავს. წლეულს, ენისეი რუსეთის ჩემპიონი ზედიზედ მეოთხედ გახდა, ქართველი ლეგიონერი კი ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

მიხეილს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 8 მატჩი აქვს ჩატარებული, თუმცა, 2019 წლის თასისთვის ბორჯღალოსანთა განაცხადში ვერ მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები