Thumbnail

ტორპედოს 14-წლამდე გუნდმა როინ კვასხვაძის ტურნირი მოიგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქუთაისში როინ კვასხვაძის (უფროსი) სახელობის ტურნირი ჩატარდა
  • ტურნირის გამარჯვებული ქუთაისის ტორპედო გახდა

ქუთაისში როინ კვასხვაძის (უფროსი) სახელობის ტურნირი გაიმართა, რომლის გამარჯვებულიც ქუთაისის ტორპედოს 14-წლამდე გუნდი გახდა. ტორპედოს ასაკობრივმა გუნდმა იმერეთის რეგიონის 7 კლუბს აჯობა და ჩემპიონობა იზეიმა.

პატარა ტორპედოელები საწვრთნელ ბაზაზე ტორპედოს კაპიტანმა როინ კვასხვაძემ დააჯილდოვა. მან ტორპედოს ფეხბურთელებს თასი და მედლები გადასცა.

☑️ როინ კვასხვაძის (უფროსი) სახელობის ტურნირი "ტორპედოს" 14-წლამდელთა გუნდის გამარჯვებით დასრულდა. 🔥 ✊ ტურნირში,...

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2019

ტორპედოს კაპიტანი როინ კვასხვაძე ბაბუის სახელს ატარებს. მისი ბაბუაც და მამაც ტორპედოს კარს იცავდნენ. აღსანიშნავია, რომ როინ კვასხვაძე მამამისის მიერ დაარსებული სკოლა მემორიალის აღზრდილია.

მეკარე როინ კვასხვაძე უფროსი

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on პარასკევი, 15 იანვარი, 2016

კომენტარები

ბოლო ამბები