Thumbnail

მოიზე კინი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს - მოლაპარაკება დაწყებულია

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ევერტონის თავდამსხმელს სათამაშო პრაქტიკა აკლია
  • 19 წლის იტალიელის იჯარით მილანი ინტერესდება

მილანი ევერტონის 19 წლის თავდამსხმელით, მოიზე კინით ინტერესდება და შესაძლოა, ახალგაზრდა იტალიელი ფეხბურთელის იჯარა უკვე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდშიც განხორციელდეს.

მოიზე კინი ინგლისურმა კლუბმა გასულ ზაფხულს, 30 მილიონი ევროს სანაცვლოდ, ტურინის იუვენტუსისგან შეიძინა. მოიზემ ვერ შეძლო ევერტონის ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება და მეტწილად შეცვლაზე უწევს თამაში. ყველა ტურნირში ჩატარებულ 11 მატჩში იტალიელი მხოლოდ ერთი შედეგიანი პასით გამოირჩა.

იტალიური მედიის ცნობით, კინის აგენტი მინო რაიოლა უკმაყოფილოა ბრიტანულ გუნდში თავისი კლიენტის მდგომაროებით და ისეთი კლუბის გამოძებნას ცდილობს, სადაც ფეხბურთელს რეგულარული სათამაშო პრაქტიკა ექნება. იუწყებიან, რომ რაიოლამ მილანთან უკვე მოასწრო წინასწარი მოლაპარაკებების გამართვა. 

19 წლის იტალიელს ბრიტანეთში კარიერა ისე არ აეწყო, როგორც სურდა

მოიზე კინი ტურინული კლუბების, ტორინოსა და იუვენტუსის აღზრდილია. თავდამსხმელმა “ბებერი ქალბატონის” მთავარ გუნდში კი პირველად 2016/17 წლის სეზონში ითამაშა. 2019 წლის აგვისტოში კინი ევერტონში გადავიდა, რომელთანაც 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ახალგაზრდა თავდამსხმელმა უკვე იტალიის ეროვნულ ნაკრებშიც მოასწრო თამაში, რომლის მაისურით ჩატარებულ 3 მატჩში 2 გოლიც გაიტანა.

ინგლისის პრემიერლიგაში გასული 12 ტურის შემდეგ, ევერტონს 14 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-15 პოზიციაზეა.

სერია A-ში გასული 12 ტურის შემდეგ, მილანს 13 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 პოზიციას იკავებს.

კომენტარები

ბოლო ამბები