Thumbnail

‘ხმას რატომ არ იღებს?’ - მასვიდალმა მაკგრეგორს დაპირება გაახსენა

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხორხე მასვიდალმა კონორ მაკგრეგორთან შესაძლო ჩხუბზე ილაპარაკა
  • ამერიკელს მიაჩნია, რომ ირლანდიელს მასთან შეხვედრა არ სურს

UFC-ის ამერიკელმა მებრძოლმა ხორხე მასვიდალმა კონორ მაკგრეგორს შეახსენა, ირლანდიელს მასსა და ნეიტ დიასს შორის გამარჯვებულთან შეხვედრა სურდა.

შეგახსენებთ, რომ მასვიდალმა დიასს UCF 244-ზე მოუგო. კითხვაზე, რა ხდება მაკგრეგორთან შესაძლო დაპირისპირებაზე, მასვიდალმა ასე უპასუხა: “სიმართლე გითხრათ, კონორი ამ ბრძოლაზე მხოლოდ მანამდე ლაპარაკობდა, სანამ იყო იმის შანსი, რომ დიასს ჩემთვის მოეგო. კონორი ყველგან ამაზე საუბრობდა და პროგნოზიც კი გააკეთა, დიასი მასვიდალს მოუგებსო. მაგრამ მას მერე, რაც ნეიტი დავამარცხე, ამ თემაზე ხმა აღარ ამოუღია! უბრალოდ, ჩემთან ბრძოლა არ სურს.”

მასვიდალმა დასძინა, რომ ტირანი არ არის და არავის არაფერს დააძალებს: “მე ტირანი არ ვარ. თუ შენ ბრძოლა არ გინდა, არც მე მინდა. და თუკი გინდა, მაშინ მე მზად ვარ. იცით, რას გეტყვით? მაგ ტიპს ჩემთან შეხვედრა არ უნდა.”

📋 მეტი ამ თემაზე:

კონორ მაკგრეგორი, რომელმაც ოქტაგონზე დაბრუნება 2020 წელს დააანონსა, ამბობდა, რომ დიასი მასვიდალს დაამარცხებდა.

წაიკითხე შეშლილი ლათინოსი - ანუ, ვინ დაამარცხებს ხაბიბს?

კომენტარები

ბოლო ამბები