Thumbnail

ილიას ზუროსის 18 რჩეული - ისევ შენგელიას და შერმადინის გარეშე

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.
  • 23 თებერვალი: ავსტრია V საქართველო
  • 25 თებერვალი: საქართველო V გერმანია 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 23 თებერვალს ილიას ზუროსის გუნდი ავსტრიას ესტუმრება, ხოლო 25 თებერვალს გერმანიას უმასპინძლებს.

ილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრების 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, საიდანაც საბოლოოდ 12 მოთამაშე შეირჩევა. საბოლოო განაცხადი ავსტრიაში გამგზავრების წინა დღეს გაირკვევა, იქამდე კი ნაკრები გაფართოებული შემადგენლობით თბილისში მოემზადება.

ფიბას და ევროლიგას შორის არსებული კონფლიქტის გამო, ნაკრებს კვლავ ვერ დაეხმარებიან გიორგი შერმადინი და თორნიკე შენგელია, ხოლო დუდა სანაძე, მანუჩარ მარკოიშვილი და ბექა ბურჯანაძე განაცხადში ტრავმის გამო ვერ მოხვდნენ

გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ახალწვეულია: რეზო ჩაჩანიძე (რუსთავი) და აკაკი ლომოური (ქუთაისი).

საქართველოს ნაკრების 18-კაციანი განაცხადი: 

გიორგი ცინცაძე (პოლიტექნიკა, რუმინეთი), მაიკლ დიქსონი (ბაჰჩეშეჰირი, თურქეთი), გოგა ბითაძე (მეგა ბიმაქსი, სერბეთი), ილია ლონდარიძე (დინამო), მიხეილ ბერიშვილი (დინამო), ანატოლი ბოისა (კაკტუსი), ბექა ბექაური (ქუთაისი), მერაბ ბოქოლიშვილი (ოლიმპი), ნიკა ცქიტიშვილი (ბიბლოსი, ლიბანი), ლევან ფაცაცია (მარნეული), აკაკი დვალიშვილი (ქუთაისი), ბექა წივწივაძე (ქუთაისი), რევაზ როგავა (ოლიმპი), ნიკა დარბაიძე (ოლიმპი), გეგი ბაქრაძე (ოლიმპი), აკაკი ლომოური (ქუთაისი), რეზო ჩაჩანიძე (რუსთავი), ოთარ ფხაკაძე (მგზავრები)

ნაკრების შემადგენლობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. მედიისთვის კომენტარი ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ვლადიმერ ბოისამ გააკეთეს…

ილიას ზუროსი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი):

“ამ რთულ მომენტში საქართველოს კაათბურთის ფედერაცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის კარგად მოემზადოს. მინდა გულშემატკივრებს მივმართო და ნაკრების მხარდაჭერისკენ მოვუწოდო. ადვილია სიხარულის გაზიარება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია რთულ პერიოდში მხარდაჭერა. გუნდში ბევრი ახალგაზრდაა მოთამაშეა, რომლებსაც დღეს თანადგომა უფრო სჭირდებათ, ვიდრე კრიტიკა. ნიკა ცქიტიშვილი უკვე თბილისშია, გოგა ბითაძე და გიორგი ცინცაძე ხვალ ჩამოვლენ, ხოლო მაიკლ დიქსონი ავსტრიაში შემოგვიერთდება. ძლიერი მეტოქეები გვყავს, გერმანია კი სერბეთთან ერთად ჯგუფის ფავორიტად მიმაჩნია”.    

ილიას ზუროსი

ვლადიმერ ბოისა (კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი):

“ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ნაკრები ამ ორ მნიშვნელოვან შეხვედრას კარგად მომზადებული შეხვდეს. ავსტრიაში ჩარტერული რეისით გავემგზავრებით, რადგან ორ დღეში გერმანიასთან გვიწევს თამაში. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ ოპტიმალური შემადგენლობა შეგვეკრიბა, მაგრამ სამწუხაროდ, ისევ ევროლიგელების გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა. თუ ავსტრიას მოვუგებთ, გერმანიასთან თამაშისთვის სპორტის სასახლე გაივსება და ამიტომ, მინდა ვთხოვო გულშემატკივრებს, რომ ნუ დაუცდიან პირველ შეხვედრას და აქედანვე დაიჭირონ თადარიგი, რადგან ნაკრებს გვერდში დგომა სჭირდება”

კომენტარები

ბოლო ამბები