Thumbnail
  • 📅 16 ნოემბერი | ⌚ 00:00 | ⚽  U21 საფრანგეთი V U21 საქართველო
  • გია ცეცაძის გუნდმა საფრანგეთთან მატჩისთვის მზადება გერმანიაში დაიწყო
  • არაბიძის, არველაძის და ლაკვეხელიანის შემდეგ, ხარაბაძის თამაშიც გამოირიცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ახალგაზრდული ნაკრები გერმანიაში ჩავიდა და შტუტგარტთან ახლოს, პატარა ქალაქ ასპახში დაბინავდა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ორი დღის განმავლობაში სწორედ იქ მოემზადება გუნდი, მერე კი საფრანგეთში გადავა, სადაც 15 ნოემბერს გვიან ღამით, მასპინძლებთან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი უწევს.

გია ცეცაძის გუნდში კიდევ ერთი ცვლილება მოხდა. ტრავმის გამო, ნაკრებს ლევან ხარაბაძე გამოაკლდა. ის უკვე მეოთხე ფეხბურთელია, ვინც, მოახლოებულ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. იქამდე ნაკრებს გიორგი არაბიძე და ვატო არველაძეც – ტრავმების, ხოლო ლუკა ლაკვეხელიანი ავადმყოფობის გამო დააკლდნენ.

ხარაბაძის ნაცვლად, მთავარმა მწვრთნელმა ტორპედოელი ვახტან ნებიერიძე გამოიძახა.

გერმანიაში ჩასულ ნაკრებს ლეგიონერებიც დროულად შეუერთდნენ და გუნდმა პირველი ვარჯიში უკვე ჩაატარა. შეკრებაზე მყოფი ყველა ფეხბურთელი მწყობრშია და სრული დატვირთვით ემზადება.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (გრანადა, ესპანეთი), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), გიორგი მამარდაშვილი (რუსთავი).

მცველები: ილია ბერიაშვილი (თელავი), ალექსანდრე ანდრონიკაშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), დავით კობოური (დინამო თბ), ლაშა უგრეხელიძე (სიონი), ნიკა მალი (საბურთალო), ვახტანგ ნებიერიძე (ტორპედო).

ნახევარმცველები: იური ტაბატაძე (საბურთალო), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), გიორგი კუცია (დილა), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), გიორგი კოხრეიძე (საბურთალო), რატი არდაზიშვილი (ჩიხურა).

თავდამსხმელები: ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი).

კომენტარები

ბოლო ამბები