Thumbnail
  • ნოვაკ ჯოკოვიჩი 7:6 (7:5), 3:6, 6:7 (5:7) დომინიკ ტიმი
  • ავსტრიელმა ჩოგბურთელმა ნახევარფინალში თამაში გაინაღდა
  • მეორე საგზურისთვის ჯოკოვიჩს და ფედერერს გადამწყვეტი დუელი ექნებათ

ლონდონში მიმდინარე ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში უმძაფრესი დუელი გველოდება: ნოვაკ ჯოკოვიჩი როჯერ ფედერერის წინააღმდეგ! ეს იქნება გადამწყვეტი მატჩი ორივე ვარსკვლავისთვის, შვეიცარიელს კი უიმბლდონზე მარცხისთვის შური იძიოს.

📋 მეტი ამ თემაზე

38 წლის ფედერერმა დომინიკ ტიმთან მოულოდნელი მარცხის შემდეგ იტალიელ მატეო ბერეტინის მოუგო და ბიორნ ბორგის სახელობის ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა. ტიმმა კი ჯოკოვიჩსაც მოუგო და ნახევარფინალში თამაში გაინაღდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნოლეს და როჯერს შორის დაგეგმილი მატჩი ორივეთვის გადამწყვეტია - მოგებული ნახევარფინალში გავა, წაგებული კი ელიტარულ ტურნირს დაემშვიდობება.

დომინიკ ტიმმა ნახევარფინალში თამაში გაინაღდა

დრამატულ თრილერში ჯოკოვიჩი ავსტრიელთან სამ სეტში, 7:6 (7:5), 3:6, 6:7 (5:7) დამარცხდა. ნოლეს, რომელიც შარშან ფინალში ალექსანდერ ზვერევთან დამარცხდა, ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი 5-ჯერ აქვს მოგებული. გარდა ამისა, 32 წლის ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე დასაბრუნებლად იბრძვის. ლიდერობა მას რაფაელ ნადალმა წაართვა.

📺 ვიდეო: ჯოკოვიჩი V ტიმი; ფედერერი V მატეო ბერეტინი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები