Thumbnail

მესამე წაგება კიუშუს ბაშოზე - გაგამარუ ვაკამოტოჰარუსთან დამარცხდა

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ქართველი სუმოისტის მესამე მარცხი კიუშუს ბაშოზე
  • გაგამარუმ ვაკამოტოჰარუსთან იორიკირით წააგო

კიუშუს ბაშოს მეოთხე დღეს, ჯურიოს დივიზიონში, გაგამარუმ (თეიმურაზ ჯუღელი) მე-4 ბრძოლა ჩაატარა და მესამედ წააგო.

ქართველი სუმოისტი, რომელიც ჯურიოს დივიზიონის მე-12 ნომერია, მე-11 ნომერ ვაკამოტოჰარუს შეხვდა და იორიკირის ილეთით დამარცხდა. ჯუღელს ბაშოზე 1 მოგება და 3 მარცხი დაუგროვდა.

📺 ვიდეო: გაგამარუ V ვაკამოტოჰარუ

გაგამარუმ კიდევ 7 ბრძოლა უნდა მოიგოს, რათა დადებითი ბალანსი გაიფორმოს და ჯურიოს დივიზონში ადგილი შეინარჩუნოს.

კომენტარები

ბოლო ამბები