Thumbnail

NBA | ლებრონის და დევისის ორმაგი დუბლები - ლეიკერსი დასავლეთში პირველია

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ფინიქს სანსი 115:123 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის ტანდემი შეუჩერებელი ხდება

ლეიკერსი ფორმაშია და დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. მოქმედ ჩემპიონ ტორონტო რეპტორსთან საკუთარ მოედანზე წაგებიდან 2 დღეში, ლებრონ ჯეიმსისა და ენტონი დევისის გარშემო აწყობილი გუნდი საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ფინიქს სანსს ესტუმრა და 123:115 დაამარცხა.

შედეგად, 8 მოგებით და 2 წაგებით, ლეიკერსი დასავლეთ კონფერენციაში ისევ გალიდერდა (მეორე ადგილზე იუტა ჯაზია, მესამეზე - კლიპერსი). ფინიქსი, რომელსაც ბევრისთვის მოულოდნელად, ბოლო 5 მატჩიდან 4 მოგებული ჰქონდა, დასავლეთში მე-7 პოზიციაზე იმყოფება.

ლებრონ ჯეიმსი: 19 ქულა, 11 პასი და 7 მოხსნა

ფინიქსის Talking Stick Resort არენაზე ლებრონმაც და დევისმაც ორმაგი დუბლები შეასრულეს. ჯეიმსმა 19 ქულა და 11 პასი დააგროვა (პლუს 7 მოხსნა), დევისმა კი 24 ქულა ჩააგდო და 12 მოხსნა მიითვალა (ასევე 4 ასისტი). კაილ კუზმას ანგარიშზე 23 ქულაა. ფინიქსიდან საუკეთესოები რიკი რუბიო და დევინ ბუკერი იყვნენ 21-21 ქულით. ესპანელს 10 პასიც ჰქონდა და ორმაგი დუბლი ჩაითვალა. აარონ ბეინსის აქტივში 20 ქულაა.

მომდევნო მატჩს ფინიქსი ატლანტა ჰოუკსთან გამართავს, ლეიკერსი კი - გოლდენ სტეიტს დაუპირისპირდება, რომელიც ლიდერების ტრავმების გამო უმძიმეს კრიზისშია და ბოლო, მე-15 ადგილზე იმყოფება.

📺 ვიდეო: ფინიქსი 115:123 ლოს ანჯელესი

კომენტარები

ბოლო ამბები