Thumbnail
  • 15 ნოემბერი | ⌚ 23:45 | ⚽ შვეიცარია V საქართველო
  • 19 ნოემბერი | ⌚ 21:00 | ⚽ ხორვატია V საქართველო

ვლადიმირ ვაისის ნაკრები წლის ბოლო ოფიციალური და ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას აგრძელებს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, გერმანიაში ეროვნულმა გუნდმა სრული შემადგენლობით ივარჯიშა.

12 ნოემბერს შვეიცარიასთან და ხორვატიასთან მატჩებისთვის უკვე 24-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა გერმანიის ქალაქ ბად ვიორისჰოფენში, რომელიც შვეიცარიის ქალაქ სენტ გალენის სიახლოვესაა, სადაც საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო შესარჩევ მატჩს გამართავს. 

დღეს, ეროვნულ გუნდში 24-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა
📷 | საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ქართველმა ფეხბურთელებმა ლანდსბერგის სტადიონზე ერთი საათი ივარჯიშეს. ეროვნული ნაკრები  შვეიცარიასთან და ხორვატიასთან შეხვედრებს დაცვის ხაზში დანაკლისით ხვდება. სწორედ ამიტომ, ეროვნულ ნაკრებს თბილისის საბურთალოს წევრი გიორგი რეხვიაშვილი შეუერთდა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

საქართველოს ნაკრები გერმანიაში კიდევ ერთ ვარჯიშს 13 ნოემბერს გამართავს. 14 ნოემბერს ჩვენი გუნდი შვეიცარიაში გადაინაცვლებს, სადაც მატჩისწინა ბოლო ვარჯიში და მთავარი მწვრთნელის პრესკონფერნეციაა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები