Thumbnail

1872 - 2019 | ინგლისის ნაკრები მონტენეგროსთან ისტორიაში მე-1000 მატჩს ჩაატარებს!

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი

ინგლისის ნაკრებმა პირველი მატჩი 1872 წელს, გლაზგოში, ჰემილტონ კრესენტზე - კრიკეტის მოედანზე შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და შეხვედრა ფრედ, გატანილი გოლის გარეშე - 0:0 დასრულდა - ეს გახლდათ პირველი საერთაშორისო მატჩი ფეხბურთის ისტორიაში.

გლაზგოს შეხვედრიდან, 147 წლის შემდეგ, დღეს ინგლისის ნაკრები უემბლიზე მონტენეგროს წინააღმდეგ საიუბილეო მე-1000 შეხვედრას ჩაატარებს - 568 მოგება, 242 ფრე და 189 წაგება - ასეთია ინგლისის ნაკრების მონაგარი მთელი ისტორიის მანძილზე ჩატარებულ 999 შეხვედრაში.

ჰემილტონ კრესენტის მინდორი დღეს, პატრიკში -  გლაზგოს გარეუბანი

ინგლისი (1872 v შოტლანდია): რობერტ ბარკერი (ჰერეფორდშირ რეინჯერსი), ერნესტ გრინჰოლგი (ნოტს ქაუნთი), რეჯინალდ კორტნი უელჩი (ჰაროუ ჩექერსი), ფრედერიკ მედისონი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), უილიამ მეინარდი (სარის მეთოფეთა დივიზია), ჯონ ბროკბენკი (კემბრიჯის უნივერსიტეტი), ჩარლზ კლეგი (შეფილდ უენსდი), არნოლდ კირკ სმიტი (ოქსფორდის უნივერსიტეტი), კატბერტ ოტოვეი (კაპ.) (ოქსფორდის უნივერსიტეტი), ჩარლზ ჩენრი (კრისტალ პალასი), ჩარლზ მორისი (ბარნსი).

პირველი მატჩიდან, მხოლოდ 36 წლის შემდეგ ინგლისი პირველად შეხვდა მეტოქეს, რომელიც ბრიტანეთს და ირლანდიას არ წარმოადგენდა - ავსტრიას. მატჩი ინგლისელთა 1908 წლის ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში მოწყობილი ტურნეს ფარგლებში ჩატარდა.

1908 წლის ავსტრო-უნგრეთის ტურნე - 6 ივნისი (ვენა): ავსტრია 1-6 ინგლისი; 8 ივნისი (ვენა): ავსტრია 1-11 ინგლისი; 10 ივნისი (ბუდაპეშტი): უნგრთი 0-7 ინგლისი; 1908 წელი, 13 ივნისი (პრაღა): ბოჰემია 0-4 ინგლისი

კომენტარები

ბოლო ამბები