Thumbnail

ჭეიშვილი ჩემპიონშიპში ითამაშებს - ქართველის მეორე ცდა ინგლისში

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ნოდარ ჭეიშვილი კარიერას ინგლისურ კლუბში აგრძელებს
  • ქართველი მორაგბისთვის ლონდონ სქოთიში კარიერაში მეორე კლუბია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ნოდარ ჭეიშვილი, კარიერას ინგლისში გააგრძელებს. ნოდარი ლონდონ სქოთიშთან ერთად ინგლისის ჩემპიონშიპში ითამაშებს, რომელიც ინგლისში რანგით მეორე ლიგაა.

ქართველი მორაგბისთვის ლონდონ სქოთიში კარიერაში მე-2 კლუბია. ნოდარის პირველი ინგლისური კლუბი ქორნიშ პირატსი იყო. ჭეიშვილი კლუბში 2020 წლის მაისამდე დარჩება.

მას ეროვნული ნაკრების რიგებში 23 მატჩი აქვს ჩატარებული. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონშიპის მომდევნო ტურში ჭეიშვილის მოქმედი და ყოფილი გუნდები ხვდებიან ერთმანეთს. ლონდონ სქოთიშს 9 ქულა აქვს და 12-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.

სქოთიშმა პირატებთან მატჩამდე ფიჯის მორაგბეთა ნაკრებთან ივარჯიშა, რომელიც ''ბარბაროსებთან'' შეხვედრისთვის ემზადება. ''ბარბაროსების'' შემადგენლობა უკვე ცნობილია და, სამწუხაროდ, იქ ვერცერთი ქართველი ვერ მოხვდა.

კომენტარები

ბოლო ამბები